დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის მერი ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის დელეგატებს შეხვდა
2016/11/11 18:34:51

 

 ქუთაისის მერიის თეთრ დარბაზში  ქალაქის მერი შოთა მურღულია საქართველოს ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის წამომადგენლებს შეხვდ. შეხვედრა მეგობრული ხასიათის იყო, ქალაქის მერმა და ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენლებმა ერთმანეთს სიმბოლური საჩუქრები უსახსოვრეს. შეხვედრაზე, დელეგაციის წევრებმა და მერმა  ისაუბრეს ხელბურთის განვითარებასა და სამომავლო გეგმებზე.


„მოხარულები ვართ, რო ამ ტურნირს ქუთაისში ვატარებთ. ტურნირი ძალიან საინტერესოდ მიმდინარეობს . ხვალ და ზეგ გაიმართება ნახევარ-ფინალური და ფინალური შეხვედრები და მაყურებლებს მოვუწოდებ, მოვიდნენ და დატკბნენ ამ სანახაობით.


მადლობა ქალაქის მერს, შოთა მურღულიას, მასპინძლობისთვის. ქალაქის თვითმმართველობის მხრიდან გამოოხატულმა მხარდაჭერამ ჩვენ გაგვიჩინა სურვილი,რომ კიდევ უფრო მეტი გავაკეთოთ ამ ქალაქში სპორტის კუთხით.“-განაცხადა საქართველოს ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზურაბ კაკაბაძემ


 „დღეს ქალააქის მერიაში  ვმასპინძლობთ ხელბურთის ეროვნული და  საერთაშრისო ფედერაციის წარმომადგენლებს და სხვდასახვა  ქვეყნების დელეგატებს. ეს დღეებია, ქუთაისში მიმდინარეობს ხელბურთის საერთაშორისო ტურნირი,რაც ჩვენი ქალაქის პოპულარიზაციისათვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, რატა ის მსოფლიომ გაიცნოს არა მხოლოდ ,როგორც უძველესი ისტორიის მქონე ქალაქაი, არამედ როგორც სპორტულად აქტიურ ქალაქაიც.“ -შოთა მურღულიამ


შგახსენებთ,რომ ევროპის თასის გათამაშება  ხელბურთში ევროპის 20 წლამდე ვაჟთა შორის 8 ნოემბერს დაიწყო და 13 ნოემბერს დასრულდება. ტურნირები ქუთაისის სპორტის სასახლეში მიმდინარეობს.საქართველოს ნაკრებთან ერთად, თამაშობენ: დიდი ბრიტანეთის, სომხეთის, მოლდოვის, მალტისა და კოსოვოს ნაკრებები.

 

ლიკა დევდარიანი

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 14203
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია