დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
“ქუთაისი გუშინ, დღეს, ხვალ“
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2016/11/08 22:40:00

 

  “ქუთაისი გუშინ, დღეს, ხვალ - ამ სახელწოდების  ფოტოალბომის პრეზენტაცია ქუთაისის მერიის თეთრ დარბაზში გაიმართა.  


ფოტოალბომი შეიცავს ინფორმაციას ქუთაისის ისტორიის, კულტურის, ისტორიული ძეგლების, მუზეუმებისთეატრების, სამზარეულო კულტურის, ქალაქის ტურისტული პოტენციალისა თუ სამომავლო განვითარების პერსპექტივების შესახებ. წიგნი გამოიცა  ქუთაისის მერიის კულტურის სამსახურის მიერ და მასში  შესული ფოტოების უმეტესობა ქუთაისელ ფოტოგრაფ დავით მირზაშვილს ეკუთვნის.


წიგნი ორენოვანია - ქართული და ინგლისური და ის შესანიშნავი საჩუქარი იქნება ქალაქის სტუმრებისათვის


წიგნის შესახებ გვესაუბრა მერიის კულტურის განყოფილების მთავარი სპეციალისტი თამთა თურმანიძე: “შეიძლება ითქვას, რომ  პრაქტიკულად 30 წელია, რაც მსგავსი შინარსის გამოცემა  ჩვნი ქალაქის შესახებ არ ყოფილა, რომელშიც სამეცნიერო-პოპულარულ ენაზე იქნებოდა გადმოცემული  ქალაქის ისტორია, აწმყო და მომავალი. ამიტომ ეს წიგნი პირობითად სამ ნაწილად არის დაყოფილი: „ქუთაისი გუშინ, დღეს, ხვალ“.

 

ეს არის ერთგვარი ექსკურსი ჩვენი ქალაქის ისტორიული წარსულის, კულტურული რეალობის,  ტურისტული პოტენციალის,სამზარეულოს კულტურისა და მომავალი განვითარების პერსპექტივების შესახებ.“


 

" ეს  არის  ქუთაისის  შესახებ  წიგნირომელიც  წესით  რეგულარულად  უნდა  გამოდიოდეს. ბოლო  პერიოდში  იყო  ჩავარდნა  და  ჩვენ  ეს  ტრადიცია  აღვადგინეთ. ჩვენ  გვინდარომ  ეს  ტირაჟი  გავზარდოთ  და  ისევეროგორც  ეს  პერიოდულად  ხდება  ყველა  წამყვან  ქალაქშიასევე  ქუთაისშიც  იყოსრადგან  ქუთაისს  ძალიან  დიდი  ისტორია  აქვს. ჩვენ  გვინდა,  ეს  როგორც  ყველა  ქუთაისელის  ოჯახში  იყოსასევე  ტურისტებისთვის  იყოს  საინფორმაციო  ხასიათის.“_ განაცხადა  შოთა  მურღულიამ.

 

ლიკა დევდარიანი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4375
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია