დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საჯარო ლექცია უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის - "ამერიკა დამოუკიდებლობიდან 25 წლის შემდეგ"
ავტორი: ლიკა დევდარიანი
2016/11/09 18:06:19

 

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისათვის ამერიკელმა მწერალმა, პოლიტიკურმა და სამხედრო ისტორიკოსმა

იან თოლი საჯარო ლექცია წაიკითხა თემაზე ,,ამერიკა დამოუკიდებლობიდან 25 წლის შემდეგ“. დასწრება თავისუფალი იყო და ლექციის მოსმენა ყველა დაინტერესებულ პირს შეძლო.


სემინარს მასპინძლობდა აწსუ პროფესორ ვახტანგ ამაღლობელის სახელობის ამერიკის შესწავლის ცენტრი და ჯონ დოს პასოსის საქართველოს  ასოციაცია.  მოწვეული სტუმრის და სემინარის შესახებ გვესაუბრა ამერიკის ცენტრის შესწავლის დირექტორი, პროფესორი ია იაშვილი:


მომხსენებელი სტუმრად იმყოფება საქართველოში, ჩვენი საქონტაქტო გახლვთ ამერიკის საელჩო, სწორედ საელჩოს მოწვევით ამერიკელმა მწერალმა და სამხედრო ისტორიკოსმა  წაიკითხა მეტად საინტერესო ლექცია თემაზე  ,,ამერიკა დამოუკიდებლობიდან 25 წლის შემდეგ“.


რადგან საქაართველოს დამოუკიდებლობაც 25 წლისაა, იან თოლი ერთმანეთს ადარებს ამ ორი ქვეყნის პირველ დამოუკლიდებელ 25 წელს. ხაზს უსვამს,  თუ რა პრობლემებთან უწევდა ახალგაზრდა სახელმწიფოს ბრძოლა და პარალელს ავლებს საქართველოსთანაც.


 ეს ლექცია გარკვეულწილად ეხმიანება ისეთ დიდ მოვლენას, რაც დღეს ამერიკაში ხდება- საპრეზიდენტო არჩევნებს. მსგავსი ტიპის ლექციები უკვე  ტრადიციად იქცა ჩვენი უნივერსიტეტისათვის.“

 

ლიკა დევდარიანი

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4683
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია