დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისში ხელბურთის მსოფლიო თასის გათამაშება მიმდინარეობს
2016/11/09 13:56:24

მიხეილ ქორქიასა  და ზურაბ საკანდელიძის სახელობის ქუთაისის სპორტის სასახლეში, ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილებით, 2016-2017 წლების მსოფლიო თასის გათამაშება გაიმართა,  ევროპის ზონაში 20 წლამდე ვაჟთა შორის.


საქართველოს ხელბურთის ფედერაციამ გადაწყვიტა, რომ ამ შეჯიბრების ჩასატარებლად საუკეთესო ადგილი ქუთაისია, ქართული ხელბურთის ერთ-ერთი ცენტრი და ქალაქი, რომელიც 2017 წლის ჭაბუკთა მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელიცაა.


საქართველოს ნაკრებთან ერთად, ითამაშებენ: დიდი ბრიტანეთის, სომხეთის, მოლდოვის, მალტისა და კოსოვოს ნაკრებები.

ტურნინის პერიოდში ასევე  იგმება ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის სპეციალისტების მიერ ქართველი მწვრთნელებისა და მსაჯების გადამზადება. ტრენინგები ჩაუტარდება იმ შემადგენლობას, რომელიც 2017 წლის მსოფლიო ჩემპიონატს მოემსახურება.

 

ცერემონია საზეიმოდ გაიხსნა და მას ადგილობრივი თვითმმართველობაც ესწრებოდა.


ტურნირის მნიშვნელობაზე გვესაუბრა საქართველოს ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზურაბ კაკაბაძე:

„დღეს დაიწყო მსოფლიო ფედერაციის ტურნირი ხელბურთში, რომელშიც ევროპის 7 ქვეყანა მონაწილეობს, მათ შორის -  საქართველოც.  თითოეულ ტურნირში გამარჯვებულ გუნდს უფლება მიეცემა, მსოფლიო ჩემპიონობისათვის იბრძოლოს.  მიხარია, რომ ქუთაისი მასპინძლობს ამ შეჯიბრებებს.  ძალიან საინტერესო თამაშები გველოდება წინ.  მოვუწოდებ მაყურებელს, მოვიდეს და ისიამოვნოს ხელბურთის კუთხით.“

 

ჩემპიონატი 13 ნოემბერს დაიხურება.

 

 

ლიკა დევდარიანი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 12316
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია