დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
"თაფლი და ნავთობი" - წიგნის პრეზენტაცია ქუთაისში
2016/11/08 13:39:00

ქუთაისში სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბის „თაობათა დიალოგის“ ოფისში გაიმართა რადარამის მე-17 თარგმანის, ბილ მაკკიბენის წიგნისთაფლი და ნავთობი:

ანუ როგორ გავხდი აქტივისტი ჩემდა უნებურად” - პრეზენტაცია. 

 

პრეზენტაციაზე ასევე წარმოდგენილ იყო  რადარამის პირველი თარგმანი “სწრაფად წინ”,  რომელიც ახალი ტირაჟით გამოიცა.

წიგნის შესახებ ისაუბრეს: ნუგზარ კოხრეიძე - 350.org - ის წარმომადგენელი საქართველოში, თამთა ხელაიამ-სოციალური აქტივისტი და მაია მესტუმრე - რადარამის წარმომადგენელი.

 

წიგნი გამოიცა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ - „საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის“ ფინანსური მხარდაჭერით.


შგახსენებთ, ბილ მაკკიბენი ცნობილი ამერიკელი გარემოს დამცველი, მწერალი, ჟურნალისტი და პედაგოგია. 2013 წელს იგი  განდის სახელობის მშვიდობის პრემიის ლაურეატი გახდა. მისი წიგნი „ნავთობი და თაფლი“ ერთგვარი მოწოდებაა დედამიწის გადასარჩენად.


მწერალი ასაბუთებს, რა საფრთხეს უქმნის პლანეტას გლობალური დათბობა, რომლითაც არის გამოწვეული უამრავი სტიქიური უბედურება დედამიწის სხვადასხვა კუთხეში. მაგრამ ეს ჯერ კიდევ დასაწყისია. აღნიშნული პროცესი მსოფლიოში კლიმატის უფრო და უფრო საშიშ ცვლილებებს განაპირობებს. მაკკიბენის აზრით, ამ უბედურების გამომწვევი არის ადამიანის მომხმარებლური დამოკიდებულება ბუნების მიმართ. წინამდებარე წიგნში ის სათბობ-ენერგეტიკული მრეწველობის გიგანტურ მანქანას უპირისპირდება, როგორც ამ ნეგატიური პროცესების ერთ-ერთ ერთ-ერთ მთავარ დამნაშავეს.


წიგნში ვითარდება მეორე სიუჟეტური ხაზი, რომელიც ეძღვნება მეფუტკრე კირკ ვებსტერის საქმიანობას. ამ ადამიანმა, მენავთობეებისგან განსხვავებით, იცის ბუნების ენა. მის მუხლჩაუხრელ შრომას ადამიანებისთვის მხოლოდ სიკეთე და სარგებელი მოაქვს. ვებსტერის საფუტკრის მაგალითის ფონზე ავტორი ავითარებს მოსაზრებას: დროა, მსოფლიომ გააცნობიეროს, რომ გლობალური პროექტებიდან უნდა გადავიდეს  ლოკალურზე, მცირე მასშტაბიანზე, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ მოგებაზე არაა ორიენტირებული და ბუნებას არ აზარალებს.


ბილ მაკკიბენის ეს წიგნი ბესტსელერია და ვფიქრობ, რომ საქართველოსთვის დიდ მნიშვნელობას წარმოადგენს მსგავსი შინაარსის წიგნების თარგმნა, რადგან ყველამ უნდა იცოდეს, თუ რა აფრთხეს ქმნის ეკოლოგიურად არაჯანსაღი გარემო" - განაცხადა ორგანიზაცია „რადარამის“ პროექტების მენეჯერმა მაია მესტუმრემ.


 

  შეგახსენებთ, რომ კლუბი  „თაობათა დიალოგი" 2009 წლიდან  ასრულებს წარმომაგდენლობით ფუნქციას საერთაშორისო კლიმატური ცვლილებების  წინაღმდეგ.

 

ლიკა დევდარიანი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 5027
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია