დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
აქცია ნაჯახით ნაცემი მუშების მხარდასაჭერად
2016/11/04 20:23:57

2 ნოემბერს, გვიან ღამით, შპს “ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს” ზვარეს ობიექტის ადმინისტრაცია ტყიდან გამოსულ ორ ადგილობრივ მაცხოვრებელს არმატურებისა და სხვა რკინის კონსტრუქციების გამოყენებით სასტიკად გაუსწორდა. ამ ფაქტს შეესწრო ობიექტზე დასაქმებული სამი მუშა, რომლებმაც სიტუაციის განმუხტვა სცადეს, თუმცა კომპანიის წარმომადგენლებმა ისინიც უმოწყალოდ სცემეს. 



3 ნოემბერს სამუშაო ცვლის დაწყებამდე დასაქმებულები სიტუაციის გარკვევას ითხოვდნენ, როდესაც მათ კომპანიის წარმომადგენლებმა სხვადასხვა რკინის კონსტრუქციებით ალყა შემოარტყეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. დაშავდა კიდევ ორი მუშა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. სხვებმა გაქცევით უშველეს თავს. 



მოვითხოვთ:

1. დადგეს ადგილობრივი მენეჯმენტის პასუხისმგებლობის საკითხი დაშინაგან საქმეთა სამინისტრომ მიანიჭოს ინციდენტს შესაბამისი კვალიფიკაცია.

2. ამ დრომდე, მომხდარზე პასუხისმგებლობას არ იღებს ,,საქართველოს რკინიგზა”, რომლის ქვეკონტრაქტორიც არის აღნიშნული კომპანია. რკინიგზაში აცხადებენ, რომ ზვარეში მომხდარი ინციდენტი “სხვა კომპანიის შიდა პროცესებია”, რომელზეც საქართველოს რკინიგზა ვერ გააკეთებს კომენტარს. “



შეგახსენებთ, რომ სულ რაღაც 1 თვის, წინ ზვარეში მიმდინარეობდა მუშათა გაფიცვა , რადგან აღნიშნული კომპანია არ ცნობდა ქართულ შრომით კანონმდებლობას და ეწეოდა დასაქმებულთა უხეშ ექსპლუატაციას, საბოლოოდ, შეთანხმება კომპანიასა და დასაქმებულებს შორის შედგა მხოლოდ მაშინ, როცა საქართველოს რკინიგზის ადმინისტრაციას მოუწია პროცესში ჩართვა. 



მოვითხოვთ, რკინიგზის ადმინისტრაცია სასწრაფოდ ჩაერთოს პროცესში და აიღოს შესაბამისი პასუხიმგებლობა მის ქვეკონტრაქტორ კომპანიაზე, რომელიც გასცდა შრომით ექსპლუატაციას და გადავიდა სისხლის სამართლის დანაშაულზე დასაქმებულებისა და ადგილობრივი მოსახლეობის მიმართ. 



საზოგადოებისთვის ცხადი უნდა გახდეს თუ როგორ და რა გზით შემოვიდა საქართველოში მსგავსი დამსაქმებელთა ჯგუფი. 



3. ანაზღაურდეს იძულებითი მოცდენა “საქართველოს რკინიგზის” მიერ, იმის გათვალისწინებით, რომ ამჟამად გამოძიების მიერ ობიექტზე სამუშაო პროცესი შეჩერებულია. 



ასევე, ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ ზვარეს შემთხვევა არ არის პირველი და არ უნდა მიენიჭოს ამ თემას შოვინისტური ხასიათი. შრომითი უფლებები ყოველდღიურად ირღვევა, როგორც უცხოური ასევე ქართული კოპმანიების მხრიდან, რასაც ხშირად ფატალური შედეგიც მოჰყვება. 



დღეს, სახელმწიფოსთვის უფრო პრიორიტეტულია ბიზნესის და ინვესტორთა ინტერესები, რაც წარმოდგენილია ქვეყნის განვითარების ერთადერთ საშუალებად. თავის ნებაზე მიშვებული კომპანიები და ინვესტორები, რომლებიც მშრომელთა ინტერესებს და უფლებებს მუდმივად უგულებელყოფენ, განვითარების ნაცვლად, შემაფერხებელ ფაქტორებად იქცევიან. ამგვარი პოლიტიკით, სახელმწიფო არამხლოდ ექსპლუატაციის, არამედ მშრომელთა მიმართ ფიზიკური ძალადობის თანამონაწილეა!



მოვითხოვთ დაუყონებლივ გადაიხედოს სახელმწიფოს მიერ შრომის პოლიტიკა და დაჩქარდეს ქმედითი შრომის ინსპექციის შექმნა.

 

აქცია დაიწყება 5 საათზე ცინცაძის 24-ში "ბრიტიშ პეტროლიუმის" ოფისთან, სადაც ნავთობის პროფკავშირი მართავს აქციას, შემდგომ კი ყველანი ერთად მსვლელობით გადავინაცვლებთ საქართველოს რგინიგზასთან.



აქციას უერთდება:
თბილისის სოლიდარობის ქსელი
რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი
პროფესიულ რკინიგზელთა კლუბი
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი - (EMC)
European.ge
საქართველოს მედიის პროფკავშირი
თეთრი ხმაურის მოძრაობა
სახელოსნო Praxis
ირიბი მოქმედების კიბერთეატრი
მწვანე მუშტი
აუდიტორია #115
ახალგაზრდა მწვანეები
მწვანე სოლიდარობის მოძრაობა

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 11401
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია