დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
შემზარავი ძალადობა იმერეთში - ,,არასრულწლოვან ცოლს კბილები ჩამოუყარა, თავში ბოთლს ურტყამდა, დააინფიცირა“
2016/11/04 19:22:26

ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი 15 წლის გოგონაა, რომელსაც 29 წლის მეუღლე ფიზიკურად სისტემატურად უსწორდებოდა.

შემზარავი ფაქტი იმერეთში - 15 წლის გოგონას, 29 წლის მამაკაცი ფიზიკურად 4 თვის განმავლობაში უსწორდებოდა.

დაზარალებულის დედა "მაესტროსთან" ამბობს, რომ მისი არასრულწლოვანი გოგონა ზრდასრულმა მამაკაცმა ცოლად 4 თვის წინ არასრულწლოვანისვე თანხმობით მოიყვანა, ისინი არაოფიციალურ ქორწინებაში იმყოფებოდნენ. დედის თქმით, მისი ყოფილი სიძე 15 წლის გოგონას გაყინული ბოთლითა და ხელკეტით სცემდა.

 

ამ შემზარავ ისტორიას კიდევ უფრო ამძიმებს ის ფაქტი, რომ მოძალადემ არასრულწლოვანი დააინფიცირა. 



"ბიჭს ტუბერკულოზი ჰქონია, მაგრამ ამას არც თვითონ და არც მისი ოჯახის წევრები არ ამხელდნენ. ცოლის მოყვანიდან მალევე დაიწყო ჩემი შვილის წამება და არაადამიანური მოპყრობა. უმოწყალოდ სცემდა, ჩამოუყარა კბილები, დაულეწა ნეკნები, გაუტეხა ცხვირი, თავის არეში სულ ბოთლს ურტყამდა. მთელ ზურგზე სულ წიხლების კვალი ეტყობა. ექსპერტიზაზე, რომ მივიყვანეთ ექსპერტმა თქვა, რომ განზრახ სიკვდილის მოსპობა ჰქონდა ამ კაცს განზრახულიო,"- აცხადებს არასრულწოვანი გოგონას დედა.



დაზარალებულის ოჯახის თქმით, მოძალადე მამაკაცი უკვე დაკავებულია, თუმცა მას ერთადერთი ბრალი ძალადობის მუხლით აქვს წაყენებული. დაზარელებულის ოჯახი კი მოძალადე მამაკაცის ბრალის დამძიმებას ითხოვს. 

"მინდა რომ არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირის დამყარებისთვის გამო აგოს პასუხი. მან ჩემს შვილს მთელი ცხოვრება დაუმახინჯა. აუცილებლად უნდა აგოს პასუხი იმისთვისაც, რომ ჩემს შვილს განზრახ გადადო დაავადება"- ამბობს დედა.

 

დაზარალებულის ადვოკატი ელისო რუხაძე ამბობს, რომ საქმეში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები ვლინდება.

 

"ბრალდების დადასტურების შემთხვევაში გაცილებით მეტი სასჯელი მოელის მოძალადეს"- აღნიშნა ადვოკატმა.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 11333
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია