დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისში ფოტოკონკურსი „ილო“ ბრუნდება!
ავტორი: ლიკა დევდარიანი
2016/11/01 18:01:40

 

დღეს ქუთაისის მერიაში  ფოტოკონკურსის -  „ილო 2016“  - პრეზენტაცია გაიმართა .  

კონკურსის პირობებისა და სიახლეების შესახებ გვესაუბრა ქუთაისის მერიის კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფოსის  მოადგილე  მაია მურუსიძე:


„ქუთაისისთვის უკვე ტრდიციად იქცა ფოტოკონკურსის „ილო“-ს  ჩატარება. შარშან იყო გამონაკლისი, როდესაც კონკურსს შეცვლილი სახელი „კადრი-ქუთაისი“ ერქვა. წელს კონკურსს აღუდგა ძველი სახელი ჩვენი თანაქალაქელებისა და ბატონი ილო ხახიაშვილის დის  წერილობითი მომართვის საფუძველზე.


წელს კონკურსში გვაქვს სისახლეები,  წლევანდელი გამარჯვებული არ გამოვლინდება ფეისბუქის ლაიქების მეშვეობით, რადგან ლაიქების დაგროვება ხდებოდა პირადი სიმპათიებით და არაა ფოტოს ღირებულების გათვალისწინებით.  ასევე, წინა წლებში „ილო-გრანპრი“  გადაეცემოდა მხოლოდ პორტრეტის ჟანრში გამარჯვებულს, წელს კი ჟანრს მნიშვნელობა აღარ აქვს, მთლიანად კონკურსის გამარჯვებული გამოვლინდება. ფოტოგრაფებს  შუძლიათ, ნებისმიერ ჟანრში გამოაგზავნონ ფოტოები, არის ერთი შეზღუდვა:  ერთ ფოტოგრაფს  5-ზე მეტი ფოტოს გამოგზავნის უფლება არა აქავს. მთავარია, ნამუშევარი იყოს საავტორო. კონკურსანტებისათვის ასაკი არ არის შეზღუდული. უკვე დაწყებულია საკონკურსო განაცხადების მიღება, რომელიც 27 ნოემბრამდე გაგრძელდება. კონკურსის გამარჯვებულს 1 დეკემბერს გამოავლენს კომპენტენტური ჟიური“.


ფოტოკონკურს "ილოს" მიზანია გამოავლინოს ნიჭიერი ფოტოგრაფები და სტიმული მისცეს ქუთაისში ფოტოხელოვნების განვითარებას. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც პროფესიონალ, ისე - მოყვარულ ფოტოგრაფებს. კონკურსში გამარჯვებულთათვის გაიცემა 4 პრემია: გრან-პრი, I, II და III პრემიები. გამარჯვებულებისთვის დაწესებულია ფულადი ჯილდოები და სამახსოვრო ქანდაკებები. ტრადიციად იქცა კონკურსში შემოსული ნამუშევრებით მომავალი წლის კალენდრის გამოცემა.


 

შეგახსენებთ,   ფოტოკონკურსი „ილო“ 2007 წლიდან ყოველწლიურად იმართება ქუთაისში. მას ორგანიზებას ქალაქის მერიის კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური უწევს. ფოტოკონკურსი ქუთაისელი კოლორიტის, ილო ხახიაშვილის სახელს ატარებს, რომლის ფოტოატელიეც ათწლეულების განმავლობაში ქალაქის ცხოვრების ერთგვარი მემატიანე იყო.

 

ლიკა დევდარიანი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4387
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია