დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
დავით უსუფაშვილი:"ახლა არ არის პოლიტიკურად ხელების ჩამოშვების, პოლიტიკურად ყურების ჩამოყრის დრო"
2016/10/29 23:04:25

რესპუბლიკური პარტიის დატოვების შემდეგ დავით უსუფაშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

 

„ახლა არ არის პოლიტიკურად ხელების ჩამოშვების, პოლიტიკურად ყურების ჩამოყრის დრო.

არ არის იმის დრო, რომ უსასოობაში გადავვარდეთ, პირიქით ყველა ადამიანს, ვინც არის ენერგიითა და შემართებით სავსე, ვინც მზად არის ძალიან სეროზული და დამღლელი, მძიმე პოლიტიკური საქმიანობისთვის, მე მზად ვარ ყველასთან მქონდეს დიალოგი.


მე მზად ვარ მქონდეს დიალოგი ყველასთან, ვისაც საქართველო წარმოუდგენია ევროპის ნაწილად, ვისაც საქართველო წარმოუდგენია თავისუფალ ქვეყნად, ვისაც ლიბერალური დემოკრატია წარმოუდგენია იმ აუცილებელ ფუნდამეტად, რომელზეც უნდა დაშენდეს ისეთი სახელმწიფო, რომელიც საზოგადოების კეთილდღეობას უზრუნველყოფს.

 

მე ამისთვის მზად ვიქნები, მაგრამ ეს არ იქნება ორ და სამ დღეში, ეს იქნება რამდენიმეთვიანი პროცესი.

 

მზად ვარ პირველ რიგში მოსმენისთვის, იმიტომ რომ წლების განმავლობაში ძირითადად თქვენც და საზოგადოებაც ვიყავით ისეთ მდგომარეობაში, რომ ჩვენ ვსაუბრობდით და თქვენ გვისმენდით და მე მზად ვარ მოვუსმინო ხალხს, მოვუსმინო ადამიანებს.”

 

დავით უსუფაშვილი

29.10.2016

 

გამოყენებულია "არტარეა"-ს ფოტო

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3785
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია