დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ევა ხუტუნაშვილი:"ჯინი"-ს მთავარი იდეა ისაა, რომ ადამიანები უნდა გაუფრთხილდნენ ერთმანეთს"
ავტორი: ლიკა დევდარიანი
2016/10/26 10:37:36

ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრი კიდევ ერთი პრემიერისთვის ემზადება. ამჯერად მაყურებელი იხილავს დონალდ ლი კობურნის პიესას -„ ვთამაშობთ ჯინს“.  ფსიქოდრამა ორ მოქმედებად.

 

სპეკტაკლი იმით არის გამორჩეული, რომ ის ორი თეატრის ერთობლივი ნამუშევარია.  მას შემდეგ, რაც კოტე მარჯანიშვილი, თავის თანამოაზრებთან ერთად, დედაქალაქში გადავიდა და მარჯანიშვილის თეატრი დააარსა, მესხიშვილის თეატრთან ყოველთვის კოლეგიალური დამოკიდებულება ჰქონდათ, მაგრამ  ამ თეატრების მსახიობებს ერთობლივი პროდუქცია არასდროს შეუქმნიათ.


სპექტაკლი „ჯინი“, რომლის რეჟისორიც გახალავთ კოტე აბაშიძე, სწორედ იმით არის გამორჩეული რომ მის სპექტაკლში პირველად თამაშობენ  ორი სხვადასხვა თეატრის მსახიობები: მესხიშვილის თეატრის მსახიობი, ქართული თეატრის ვარსკვლავი, რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი- ევა ხუტუნაშვილი და კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი გივი ჩუგუაშვილი.


მოქმებება ვითარდება მოხუცთა თავშესაფარში და ის მთლიანად აგებულია ორი ადამიანის ურთიერთობაზე, რომლებიც ძალიან მძიმე ფსიქოსოციალურ გარემოში ცხოვრობენ. მათ უყვარდებათ ერთმანეთი, თუმცა არ ყოფნით ნიჭი, ამ გრძნობის და ურთიერთობის შესანარჩუნებლად.


ჩვენ დავესწარით სპეკტაკლის გენერალურ რეპეტიციას, გავესაუბრეთ რეჟისორს და მსახიობებს:


„პირველად, ამ ორი თეატრის მეგობრობის და არსებობის პერიოდში ჩვენ გაგვიჩნდა იდეა, გაგვეკეთებინა ერთობლივი პროდუქცია, მაგრამ ნებისმიერ იდეა, თუ მას რეალური განმახორციელებელი არ ჰყავს,  რჩება კარგი სადღეგრძელოს და სურვილის დონეზე. ამაში, პირველ რიგში, ვგულისხმობ შემოქმედებით, სამსახიობო პოტენციალს.


როცა ამ ტიპის პროდუქტი კეთდება, ირჩევა ისეთი დიდი მსახიობები,რომლებსაც ნამდვილად შუძლიათ მსგავს სპექტაკლს გაართვან თავი. აქ გადამწყვეტი როლი ითამაშა ქალბატონი ევას და ბატონი გივის ფაქტორმა, რომ შექმნილიყო ერთობლივი სპეკტაკლი.


კონპროდუქცია, პირველ რიგში, არტისტების ერთობლიობას გულისხმობს, რეჟისორი შეიძლებ, საერთოდ მოწვული იყოს და არცერთ თეატრს არ  ეკუთვნოდეს. როდესაც დიდ არტისტებთან გვაქვს საქმე, მასალაც  შესაბამისად, რთული უნდა იყოს.


  „ვთამაშობ ჯინს“ - ეს არის ძალიან  რთული და ცნობილი  პიესა მთელ მსოფლიოში. ზოგადად, ორკაცინი სპექტაკლები ყველზე რთული ჟანრია მთელ სამსახიობო ხელოვნებაში. ეს არის მსახიობების ურთიერთშერწყმის ყველაზე რთული პროცესი. 


პიესას ორიგინალში ქვია  „ვთამაშობ ჯინს“, მაგრამ ჩვენ სათაური შვცვალეთ და დავთტოვეთ, მხოლოდ  „ჯინი“.  რადგან  „ჯინი“ ქართულად  რომ გადმოვთარგმნოთ, ნიშნავს კარტის თამაშს.  „ ჯინი“  ქართულად , კიდევ ეს არის კრებითი სახე და სიმბოლო იმ თვისებებისა, რომელიც ამ ორი ადამიანის ურთიერთობას უშლის ხელს.


 სპექტაკლის მთვარი სათქმელი მაინც ის არის, რომ ადამიანურ ურთიერთობებს სჭირდება   გაფრთხილება, ასაკს არა აქვს მნიშვნელობა, რადგან არაფერია ორი ადამიანის ურთიერთობაზე უფრო რთული“. - გვითხრა რეჟსორმა კოტე აბაშიძემ.

 

სპეკტაკლის მნიშვნელობისა და თავისი როლის შესახებ გვესაუბრა ქალბატონი ევა ხუტუნაშვილი:  „ მე და გივი კურსელები ვართ. საუკუნეა, ერთმანეთს ვიცნობთ. ჩემთვის ეს სპეკტაკლი იმით არის საინტერესო, რომ  ყველა თეატრს თავისი მუაშობის  სტილი აქვს. როდესაც სპექტაკლი ორკაციანია, მსახიობებს არა აქვთ ამოსუნთქვის საშუალება.  ჩემთვის ეს არ არის პირველი, მაქვს მსგავს სპეკტაკლებში მონწილეობის დიდი გამოცდილება, თუმცა მაქვს დიდი ხნის პაუზაც  და გადავწყვიტე, ისევ მეთამაშა.


რაც შეეხება ჩემს როლს,  2 მოხუცი ხვდება ერთმანეთს თავშესაფარში, ორივე მათგანი არის გარიყული, შიშველი, მარტოსული. მათ უყვარდებათ ერთმანეთი, მაგრამ ვერ გაუფრთხილდებიან ამ ურთიერთობას  ბოლომდე.  ეს შეიძალება ძალიან პათეთიკურდ ჟღერს, მაგრამ სპექტაკლის მთვარი იდეა მაინც ისაა, რომ ადამიანები უნდა გაუფრთხილდნენ ერთმანეთს.“


 ამ გამოწვევაზე და სპექტაკლის არსზე ასევე გვესაუბრა ბატონი გივი ჩუგუაშვილი:


„მთავრი არსი ის არის, რომ ამ სპექტაკლით ეს ორი შესანიშნავი თეატრი სიმბოლურად კიდევ  უფრო დამეგობრდება.

კოტესი ძალინ კმაყოფიფლი ვარ, შესანიშნავი რეჟისორია.  ამ სპექტაკლში ორ ადამინს მიჰყავს მთელი ორსაათიანი  მოქმედება, რაც ფსიქოლოგიურდ ძალიან რთულია.  სპექტაკლი არის ადამიანების შესახებ, როგორ შეიძლება, გაიტანონ ან ვერ გაიტანონ ერთმანეთი, ერთგვარ ბეწვის ხიდზე გვატარებს რეჟისორი.


 ჩემი გმირი არის ადაამინი, რომელსაც ცხოვრებაში არაფრეში  არ გაუმართლა. ის მარტოსულია. მის ცხოვრებაში მოულოდნელად  ჩნდება  ქალბტონი, რომელსაც თავიდან არ იკარებს, მაგრამ შემდეგ ცდუნებას ვერ უძლებს  და ებმება ამ ურთიერთობაში, მაგრამ საბოლოოოდ, ისიც ტრაგიკულად სრულდება.“


როგორც ხედავთ, სპექტაკლი ძალიან საინტერესო და ფილოსოფიურ შინაარსს  ატარებს. ის ცხოვრებაზე, მოხუცებზე, მათ განცდებზე და იმედგაცრუებზე მოგვითხრობს. პიესის ძირითადი ხაზი შენარჩუნებულია, თუმცა სპექტაკლს თავიდან ბოლომდე გასდევს რეჟისორის ინდივიდუალური  ხელწერა, მთავარი  სათქმელისა და კონცეფციიდან გამომდინარე.

 

 შეგახსენებთ, მსურველებს პრემიერის ნახვა შეგიძლიათ ლადო მესხიშვილის დრამატულ თეატრში ამაწლის 27-28-31 ოქტომბერს,  19 :00 საათზე.( ბილეთები იყიდება თეატრის სალაროში)

 

 

 ლიკა დევდარინი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4232
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია