ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში 21-22 ოქტომბერს 36-ე დიალექტოლოგიური სამეცნიერო სესია მიმდინარეობს. მისი ორგანიზატორები არიან:თსუ-ს არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათამეცნიერების ინსტიტუტი და აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი.
კონფერენციის მნიშვნელობაზე გვესაუბრა პროფესორი გიორგი გოგოლაშვილი:
„ეს კონფერენცია სულ 36-ჯერ ჩატარდა. ქუთაისში მეექვსედ ვართ წელს. ეს არის ყოველწლიური კონფერენცია, რომელსაც მორიგეობით მასპინძლობენ სხვადასხვა ქალაქები და სასწავლო დაწესებულებები. ძირითადად - უნივერსიტეტები და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები.
მთავარი მოხსენების თემებია ქართველური დიალექტოლოგიის საკითხები: ქართული, მეგრული, სვანურური და ლაზურ-ჭანური ენების დიალექტები. დღევანდელ კონფერენციაში მონაწილეობენ: ძირითადად თბილისი, გორი, ბათუმი და ცხადია ქუთაისი. მემგონი, კარგ საქმეს ვემსახურებით და იმედია, ეს მომავალშიც გაგრძელდება.“
კონფერენცია მისასალმებელი სიტყვით გახსნეს: აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი ღავთაძემ და არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორმა ავთანდილ არაბულმა.
შეგახსენებთ, კონფერენცია ორდღიანია და ხვალც 2 სექცია იმუშავებს ენისა და ლიტერეტუტურის მიმართულებით, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეეტში.
ლიკა დევდარიანი