დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
აშშ-ს პატენტისა და სავაჭრო მარკის ოფისმა ქართული ემიგრანტული ჟურნალის სახელწოდება "მამული" დააპატენტა
2016/10/21 10:56:21

ამერიკაში მცხოვრებმა ქუთაისელმა საზოგადო მოღვაწემ, ემიგრანტული ჟურნალის "მამული"-ს რედაქტორმა და გამომცემელმა, მანუჩარ კაჭახიძემ დღეს სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აშშ-ს პატენტისა და სავაჭრო მარკის ოფისმა ქართული ემიგრანტული ჟურნალის სახელწოდება "მამული" დააპატენტა.

 

"წელიწადნახევარი მოუნდა შეერთებული შტატების პატენტისა და სავაჭრო მარკის ოფისი რომ დათანხმებოდა "მამულის" მოთხოვნას სახელისა და ლოგოს დარეგისტრირებაზე. არადა, 13 წლის ემიგრანტული ჟურნალი იმსახურებდა ბრენდად ჩამოყალიბებასაც და მისი სახელის ასეთ დაცვასაც."- ამბობს მანუჩარი.


უკვე უკან დარჩა ასობით მიწერილი წერილი ამის მისაღწევად - "მამულს", ქართულ წარწერას, მის ლოგოში გამოყენებულ მამალს, შოთა რუსთველის სილუეტს (განსაკუთრებით გაგვიჭირდა რუსთველის ქუდის დამტკიცების პროცედურები), და ყურძნის მტევანს, - სათითაოდ დასჭირდა დაცვა და ექსკლუზიურ ნიშნად აღიარება-მონიჭება.

 

მადლობა ამერიკელ ადვოკატებს ამ ძნელ ლაბირინთში გავლისათვის, აგრეთვე ჩემს მეგობრებს, მარინა სანაძეს, რამაზ გოცირიძეს, ამ დიდ საქმეში გვერდში დგომისათვის, ფინასური მხარდაჭერისათვის, ნდობისათვის, რომ "მამული" პირველი ქართული მსოფლიო მარკა, დაცული ბრენდი ყოფილიყო, - ეს მაშინ, როცა „კოკა-კოლას“, „დანკინ-დონათსის“ და სხვათა ქართული ლოგოები მხოლოდ ევროპაშია დაპატენტებული.

 

ჩვენს წინ ახლა მეორე ბრძოლა მიდის, შტატების ფედერალური მთავრობის მიერ "მამულის" გადასახადებისაგან გასათავისუფლებლად და სპეციალური კოდის მოსანიჭებლად. იმედია, ამასაც წარმატებით გავივლით. - აცხადებს მანუჩარ კაჭახიძე და აქვე აქვეყნებს "მამული"-ს იმ ლოგოს, რომელიც უკვე ბრენდია!

 

ჩვენი რედაქცია ულოცავს მანუჩარ კაჭახიძეს, საქართველოს და ქართულ ემიგრაციას ამ მართლაც მნიშვნელოვან წარმატებას.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4103
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია