დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
არჩევნები 2016
საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურს ქუთაისისთვის რეფერენდუმის მნიშვნელობა მიეცა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2016/10/20 17:34:30

გუშინ ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობისნაციონალმაკანდიდატებმა აკაკი ბობოხიძემ და გია თევდორაძემ გააჟღერეს ინფორმაცია, რომ ისინი კანდიდატურას მხოლოდ ერთი პირობით მოხსნიდნენ: თუ „ოცნების“ კანდიდატები მხარს არ დაუჭერდნენ ქუთაისიდან პარლამენტის გადატანასhttp://www.psnews.ge/index.php?m=68&news_id=60259

 

თუმცა დღეს უკვე ქუთაისის სამივე ნაციონალმა კანდიდატმა ერთობლივი ბრიფინგი გამართა, სადაც აღნიშნეს, რომ“ოცნების“ კანდიდატების განცხადებები მათ საპასუხოდ ძალიან ბუნდოვანია, ამიტომ აკაკი ბობოხიძე, გიგი წერეთელი და  გია თევდორაძე არჩევნების მეორე ტურში  მონაწილეობას აგრძელებენ.


„პოზიია არ შემიცვლია, მაგრამ მე მივიღე პასუხი, რომ არათუ იმერეთის დეპუტაცია, არამედ თვით კანდიდატებიც კი ვერ ბედავენ მკაფიო პასუხის გაცემას. დიახ, ჩვენ მოვისმინეთ მაჟორიტარობის კანდიდატების პასუხები, რომლებიც არაფერს ნიშნავს. მეორე ტური ქუთაისისთვის არ იქნება საპარლამენტო არჩევნები, იგი ღებულობს რეფერენდუმის სახეს,“ კობა ნარჩემაშვილმა იცრუა, როდესაც თქვა, რომ პარლამენტის ქუთაისიდან გადატანის საკითხი დღის წესრგიში არ დგას. დღის წესრიგშიც დგას და მხოლოდ კენჭისყრაღა დარჩა", -განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

 

რაც შეეხება გიგი წერეთელს, მას არ გაუკეთებია კანდიდატურის მოხსნაზე განცხადება და ბრძოლას აგრძელებს. მისივე განცხადებით,მმართველმა გუნდმა არ დააკმაყოფილა ენმ- მოთხოვნა იმასთან დაკავშირებით, რომ კომპეტენტურ პირებს გაკეთებინათ განცხადება პარლამენტის გადატანასთან დაკავშირებით.   ქუთაისმა უნდა გააკეთოს არჩევანი, უნდა თუ არა პარლამენტის დარჩენა. სწორედ ამიტომ ეს არჩევნები ქუთაისისთვის რეფერენდუმიცაა.


"ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები  „ოცნების“ იმერეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების პოზიციას პარლამენტის საკითხთან დაკავშირებით მაინც ელოდებიან.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 29377
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია