დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
კულტურული მემკვიდრეობა
ქუთაისში ისტორიული შენობა „უპატრონობის“ გამო ჩამოინგრა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2016/10/18 18:50:13

რამდენიმე დღის წინ ჩვენ ვწერდით, რომ ქუთაისში, გალაკტიონის  ქუჩის ორ ნომერში მდებრე ორსართულიანი შენობა სასწრაფო რეაბილიტაციას საჭიროებდა, რადგან მისი აივანი ჩამოშლის პირას იყო. ასევე დავსვით კითხვა: ვინ აგებს პასუხს, ისტორიული შენობა რომ ჩამოინგრეს და მსხვერპლი მოჰყვეს?“  http://www.psnews.ge/index.php?m=68&news_id=60244

შენობა, სამწუხაროდ უკვე ჩამოინგრა, საბედნიეროდ, - მსხვერპლი არ მოჰყოლია...


როგორც ერთ-ერთმა მოქალაქემ მაშინ ჩვენთან საუბარში განაცხადა, ეს შენობა ადრე სახლი იყო და აქ ოჯახი ცხოვრობდა. მისმა ახლნდელმა მეაპატრონემ კი  ის კომერციული მიზნებისათვის შეიძინა. მას სურდა, შენობის გარემონტება, მაგრამ  ამის უფლება არ მისცეს, რადგან ე სახლი წითელ ხიდთან არსებული სხავა შენობების მსგავსად, ქალაქის კულტურული მემკვიდრეობის სიაშია შესული და მისი იერსახის შეცვალა მხოლოდ მერიის შესაბამისი სამსახურის კომპეტენციააო.

 

 

მერიამ ეკონომიკის სამინისტროსთან და კერძო მეპატრონესთან გადაგვამისამართა, რადგანაც პირველი სართული ეკონომიკის სამინისტროსია, ხოლო მეორე - კერძო პირისო... ამასობაში კი, უკვე შევიტყვეთ, რომ აივნის ნაწილი ჩამოინგრა და ამჟამად მისი დემონტაჟი მოხდა. საბედნიეროდ, აივნის ჩამონგრევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.


რამდენად კანონიერად გაკეთდა დემონტაჟი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე და რა ბედი ელის ამ შენობას, ამ საკითხზე კომენტარი ვთხოვეთ ქუთაისის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსს, ბაქარ ჭეიშვილს:

 

„ამ შენობის მეორე სართულის აივნის ჩამონგრევის შესახებ ჩემთვის ცნობილი გახდა გუშინ, ნაშუადღევს, თავად მეპატრონისგან. ჩემთვის ცნობილია, რომ რადგან ეს შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, მათ გამოიძახეს საპატრულო პოლიცია ფაქტის დასაფიქსირებლად, რომ შემდეგ კანონის შესაბამისად მოეხდინათ დემონტაჟი. ინფორმაციას ასევე  მიაწოდებდნენ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს.


აქვე განგიმარტავთ, თუ რას ითვალისწინებს კანონი ასეთ ფაქტებთან დაკავშირებით. „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 52-ე მუხლში ნათქვამია, რომ თუ მესაკუთრისთვის ცნობილი გახდა, რომ მისი საკუთრება საფრთხეს უქმნის მესამე პირების სიცოცხლეს/ ჯანმრთელობას, იგი ვალდებულია, მიმართოს შესაბამის ორგანოებს და შემდეგ მისი ვალდებულებაა, ტავისი შესაძლებლობის ფარგლებში მიიღოს უსაფრთხოების ზომები. მესაკუთრეს ამ მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა დაეკისრება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი არ განახორციელებს ზემოთაღნიშნულ ღონისძიებებს.  პასუხისმგებლობა კი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის შემთხვევაში - 5000 ლარის ჯარიმაა.“ - განაცხადა ბაქარ ჭეიშვილმა.


ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ამ შენობის მეორე სართულის მეპატრონე ზელიმხან გიორგაძეა, რომელმაც ამჟამად თავისი ხარჯებით მოახდინა დემონტაჟი. (ინფორმაციისთვის: ბატონი ზელიმხანის კუთვნილებაშია ცნობილი "კეჩის ბაზრობა").

 

ამჯერად ჩვენ გვიჩნდება კითხვა: მაინცადამაინც უნდა ჩამონგრეულიყო შენობა, რომ მეპატრონეს ეგრძნო ის საშიშროება, რომ მისი საკუთრება სხვას საფრთხეს უქმნიდა? მსხვერპლი რომ მოჰყოლოდა, პასუხისმგებლობის ტვირთს როგორ იტვირთავდა? სწორედ ჩამონგრევამდე ხომ არ უნდა განხორციელებულიყო კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები? ამ და სხვა საკითხებზე, რაც ამ ისტორიულ შენობას უკავშირდება, კვლავ მოგაწვდით ინფორმაციას უახლოეს ნომრებში.

 

ნატო გუბელაძე, ლიკა დევდარიანი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 10568
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია