დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
აფიშა
მესხიშვილის თეატრში განახლებლი მცირე სცენა გაიხსნა სპექტაკლით "დუპლეტი"
ავტორი: ლიკა დევდარიანი
2016/10/16 00:52:54

"თავისუფლება ის ფასეულობაა,რომელიც მსხვერპლის ფასად მოიპოვება" - ეს  ფრაზა რეფრენად გასდევდა კოტე აბაშიძის მიერ ქუთაისში დადგმულ სპექტაკლს "დუპლეტი", რომელიც პიესების:  - ვ.ჰაველის "აუდენცია" და ჰ.პინტერის "წასვლამდე" - სინთეზით შეიქმნა.

 

როგორც რეჟისორი ამბობს, ამ ორი მსოფლიო მნიშვნელობის ავტორის პიესას სიუჟეტურად  კავშირი არ აქვს, თუმცა, იდეურად და კონცეპტუალურად კვეთენ ერთმანეთს. ორივე პიესა გმობს ძალადობას, ადამიანის ღირსებისა და თავისუფლების შელახვას, როგორც პროგრესისაკენ  მიმართულ მისწრაფებას, როგორც აბსურდამდე მისულ კატაკლიზმს.

 

სპექტაკლში მონაწილეობდნენ მსახიობები: დავით როინიშვილი, ზვიად  სვანაძე  და ელზა  სულაძე.


 "ნებისმიერი სირთულე, პრობლემა იბადება ჩვენში. პირველ მოქმედებაში დაშვებული სისუსტეები და კომპრომისები მეორე ნაწილში იჩენს თავს და ბადებს დიქტატურულ სისასტიკეს." - განაცხადა რეჟისორმა კოტე აბაშიძემ.


 თავისი პერსონაჟის მთავარი სათქმელის გადმოცემა ვთხოვეთ სპეკტაკლში მონაწილე ერთადერთ ქალს, რომელიც ტრაგიკულ პერსონაჟს განასახიერებს.  "მე ვთამაშობ ქალს,რომელიც ოჯახის კეთილდღეობისა და სამშობლოსთვისაა თავდადეუბლი . ის ყველაფერს აკეთებს, საკუთარი ღირსების შესანარჩუნებლად, მაგრამ როცა საქმე შვილს ეხება, აქ უკვე ყველაფერზე მიდის. ეს არის ღირსეული ქალის სათქმელი, რომლის ყველაზე დიდი სიძლიერე და სისუსტეც დედობაა."- ელზა სულაძე.


 შეგახსენებთ, მესხიშვილის თეატრში მცირე სცენა და თეატრის საექსპოზიციო დარბაზი, სადაც ეწყობა ცნობილი მოღვაწეების ნახატებისა და ნივთების ჩვენება (ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ექსპონანტია კოტე მარჯანიშვილის სამუშაო მაგიდა), 2008 წელს გაიხსნა. მცირე სცენაზე სულ დადგმულია 9 სპექტაკლის პრემიერა, ასევე, სისტემატურად ეწყობა შემოქმედებითი საღამოები.

         

 მცირე სცენის გახსნიდან  8 წლის მერე ის პირველად შეკეთდა, განაახლეს ინფრასტრუქტურა.

         

მცირე სცენამ თავისი მაყურებელი უკვე შეიძინა და მას სამომავლოდაც მრავალი საინტერესო გეგმა უკავშირდება.

 

ლიკა დევდარიანი

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4135
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია