დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რა პრობლემებია საჩხერისა და ჭიათურის საარჩევნო უბნებზე
2016/10/08 13:02:38

ჩვენი კორესპონდენტები ჭიათურა-საჩხერიდან როლანდ და ელისო ხოჯანაშვილები გვატყობინებენ, რომ საჩხერის N53 და ჭიათურის N56 საარჩევნო ოლქებში საარჩევნო პროცესი მშვიდად მიმდინარეობს.


 ჩვენ უკვე ვინახულეთ ჭიათურის მუნიციპალიტეტში რამდენიმე საარჩევნო უბანი. კერძოდ, სოფლებში: გეზრული, თვალუეთი, სვერი, პერევისა, შუქრუთი და ითხვისი.


სოფელ სვერში „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელმა გააპროტესტა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა ყოფნა უბანზე. გადამოწმდა ეს ფაქტი და არ დადასტურდა. სახელისუფლებო წარმომადგენლები საარჩევნო უბნიდან ას მეტრზე მეტით არიან დაშორებული.


გადაუმოწმებელი ინფორმაციით საჩხერის ერთ-ერთ სოფელში მოხდა გასულ ღამეს სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენლის მიერ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელზე ზეწოლა. ფაქტის შესახებ, ვეცდებით, ინფორმაცია მოვიძიოთ და გამოვაქვეყნოთ.


 ჩვენი ყურადღების ცენტრში მოექცა ჭიათურის მაჟორიტარული ოლქის სახელისუფლებო კანდიდატები. სულხან მახათაძემ ითხვისის N33 უბანზე განახორციელა საარჩევნო უფლება და მან მოკლე კომენტარში აღნიშნა, რომ დემოკრატიული და მშვიდი საარჩევნო გარემოა ჭიათურაში.


რაც შეეხება გამგებლობის კანდიდატს, ზურაბ კუპატაძეს, მან ხმა N1 უბანზე მისცა. მანაც მშვიდი საარჩევნო გარემოს შესახებ აღნიშნა.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 19629
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია