,,პაატა ბურჭულაძე-მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა N47 საარჩევნო ოლქში, ამირან ხვადაგიანმა 25-ე უბანში მისცა ხმა. მან ჩვენთან საუბრისას იმედი გამოთქვა, რომ ქართველი ხალხის დღეს გაკეთებული გონივრული არჩევანი უკეთეს ხვალინდელ დღეს უზრუნველყოფს.
"არაერთხელ მითქვამს, რომ ქვეყანას სახელმწიფოებრივი აზროვნება სჭირდება, რომელიც გამორიცხავს ვიწროპარტიულ აზროვნებას. დღის წესრიგში უნდა დადგეს არა ცალკეული ადამიანების, არამედ- საზოგადოების კეთილდღეობა. სწორედ ამიტომ ხმა მივეცი ქვეყნის ნათელ მომავალს, მშვიდობასა და ჩვენი ქალაქის აღმშენებლობას." - განაცხადა ამირან ხვადაგიანმა.