დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
115-ე საარჩევნო უბანზე შუქი გაითიშა
2016/10/08 10:55:30

10 საათის მონაცემებით ქუთაისში საერთო ამომრჩეველთა 7,6 % მოვიდა,  12287 მოქალაქემ თავისი პოზიცია დააფიქსირა.

 

ეს მონაცემები 3 პროცენტით დაბალია 2012 წლის მონაცემებზე, მაგრამ სხვა ყველა შემდგომ არჩევნებზე დაფიქსირებულ ამომრჩევლებზე მაღალი, - განაცხადა ბრიფინგზე საოლქო კომისიის თავმჯდომარემ, ბატონმა ავთანდილ ოსეფაიშვილმა.


მისივე ინფორმაციით, საარჩევნო უბნებთან რიგებია.


59-ე საოლქო კომისიაში ჯერჯერობით  მხოლოდ ორი აჩივარია შემოსული, ორივე საკონტროლო ფურცელთან დაკავშირებით. ოსეფაიშვილის განმარტებით, ეს საბოლო შედეგების შეჯამებისას პრობლემას არ შექმნის.

 

აქვე ცნობილი გახდა, რომ  შუქი გაითიშა 115-ე უბანზე, პრობლემის აღმოფხვრაზე სპეციალისტები მუშაობენ.


 

მაკა ჩინიჯიშვილი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 13002
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია