დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სტუდენტობის მეგობრის გულწრფელი პოსტი გენადი მარგველაშვილს – ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატს
2016/10/07 21:10:30

ბანალურია, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ყველა თავის რჩეულ კანდიდატს აქებს და უწევს რეკომენდაციას, ავრცელებს პოსტებს სოციალურ ქსელში, თუმცა ქუთაისელი მათემატიკოსის, ია ვერულაშვილის პოსტი განსაკუთრებული გულწრფელობით გამოირჩევა, რადგანაც მის ყველა სიტყვასა თუ წინადადებაში გადმოცემული ამბავი გენადი მარგველაშვილზე ერთი მისხალითაც არაა გადაჭარბებული.ჩემმა სტუდენტობის წლებმაც სწორედ ამ მართლაც ფენომენალური ნიჭისა და უკეთილშობილესი ადამიანის გვერდით ჩაიარა და მე რომ ვიყო მისი უბნის ამომრჩეველი, აუცილებლად გენადი მარგველაშვილს დავუჭერდი მხარს...

 

ახლა კი წაიკითხეთ ია ვერულაშვილის გულისნადები და ენდეთ მის გულწრფელობას

 

"..იცით თუ არა რომ, Genadi Margvelashvili ის კაცია, რომელსაც სტუდენტობისას შეეძლო რამდენიმე საათი შეუჩერებლად დაეკრა პიანინოზე ისე, რომ არც ერთი ნაწარმოები არ გაემეორებინა, პარალელურად რამდენიმე დაფაზე ეთამაშა ჭადრაკი და ყველა პარტია მოეგო, ეს მაშინ როცა ის არც მუსიკოსია და არც მოჭადრაკე, იგი მათემატიკოსია, თანაც ისეთი რომელიც დაამშვენებდა მსოფლიოს ნებისმიერ უნივერსიტეტს.



...იცით თუ რომ, გენადი მარგველაშვილთან ლიტერატურაზე საუბრისას ფილოლოგები ჩუმდებოდნენ, ისტორიაზე საუბრისას – ისტორიკოსები, ბიოლოგიაზე საუბრისას – ბიოლოგები და ა.შ. მისი ლექსებისა და მოთხრობების ქვეშ სიამოვნებით მოაწერდნენ ხელს სახელოვანი ქართველი მწერლები.
...იცით თუ არა, რომ გენადი მარგველაშვილის გონებრივი და სულიერი შესაძლებლობების ადამიანი ქუთაისში სწორედ იმიტომ დაბრუნდა, რომ უზომოდ არის შეყვარებული თავის ქალაქზე და დღემდე რუდუნებით ევლება თავს მისი საამაყო სკოლის თითოეულ მოსწავლეს.


...იცით თუ არა, რომ გენადი მარგველაშვილი ჭეშმარიტი ქრისტიანი და უწესიერესი კაცია, გამორჩეული ოჯახი ჰყავს, უნიჭიერეს სამ შვილს ზრდის.
...თქვენ არც ის გეცოდინებათ, როგორ მეამაყება, რომ ეს კაცი, ჩემი სიყრმის მეგობარია და მოდით ნუ დაკარგავთ შანსს თქვენი მეგობარიც გახდეს...
მოდით ერთხელ მაინც გვყავდეს პარლამენტში წესიერი, ჭკვიანი, ჯანმრთელი, საქმის კეთებაზე ორიენტირებული, ქართველი კაცი, რომლის ბიოგრაფიაში შავ ლაქას ვერავინ ვერ იპოვის...


მომიტევე მეგობარო, შენს ღირსებებზე კიდევ ბევრის თქმა შეიძლება, მაგრამ მე ხომ არც პიარმენეჯერი ვარ და არც ფილოლოგი, ეს უბრალოდ მათემატიკოსის გულის ძახილია, რომელსაც უნდა მთელს ქვეყანას გააგებინოს რა მ ა გ ა რ ი ხარ!!!"

 

ია ვერულაშვილი


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 5922
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია