დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ონში იუსტიციის სახლი გაიხსნნა
2016/10/05 19:23:52

 

ონში, ვახტანგ მეექვსის, ქუჩაზე იუსტიციის სახლი საზეიმო ღონისძიებით გაიხსანა.იუსტიციის სახლის 400-ვე სერვისით სარგებლობა უკვე ონის მცხოვრებლებსაც შეეძლებათ.  იუსტიციის სახლის  რიგით მეცხრამეტე ფილიალი იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გახსანა.  იუსტიციის სახლი პირველია რაჭა -ლეჩხუმში და ის უმაღლეს მომსახურებას შესთავაზებს თავის მომხმარებელს.


 იუსტიციის სახლების მნიშვნელობაზე მედიას ესაუბრა თეა წულუკიანი:


„ჩვენ, იუსტიციელებმა ამ ბოლო სამი წლის განმავლობაში ძალიან ბევრი ინფრასტრუქტურა ავაშენეთ, სოფლებში, დაბებში და ქალაქებში.. არჩევნებამდე ონის იუსტიციის სახლი არის ბოლო გახსნა, სადაც ჩვენ დროებით შევჩერდებით. არჩევნების მერე კი ისევ გავაგრძელებთ მსგავს მშენებლობებს, რათა ასეთი ზეიმები მოვაწყოთ. ბოლო დღებში ჩვენ არა მხოლოდ ონში, არამედ, კიცხაშიც გავხსენით საზოგადოებრივი ცენტრი, ასევე, – უსახელოურში გაიხსანა  იგივე ინფრასტრუქტურა. ამ მთიან  რაიონებში შევიტანეთ არა მარტო სერვისები, არამედ ელექტრონული ბიბლიოთეკა და უკაბელო ინტერნეტი.


მთლიანობაში ეს მშენებლობითი საქმიანობა არის წინ გადადგმული ნაბიჯი მომავლისაკენ და 9 ოქტომბრიდან ეს პროცესი აუცილებლად გაგრძელდება. მე ამის მჯერა, რადგან გამარჯვება არც თუ ისე შორსაა.“


თეა წულუკიანს მედიის წარმომადგენლებმა, ასევე, სთხოვეს ბოლო დღეებში მომდარი ხმაურიანი ფაქტების, ირაკლი ოქრუაშვილზე  და ოცნების კოორდინატორზე თავდასხმა და ზოგადად,  წინასაარჩევნო გარემო შეფასებინა:

„ ყველა ის ადამიანი,რომელმაც ზუგდიდში ახალგაზრდა გოგონა, ქალბატონი დემეტრაძე ასეთ დღეში ჩააგდო, მკაცრად უნდა დაისაჯოს.იგივე ეხება ძალადობის ავტორებსაც. გამოძიება მიმდინარეობს.

არც არჩევნების წინა პერიოდი, არც არჩევნების დღე და არც შემდგომი პერიოდი  არ უნა იყოს მსგავსი მღელვარებებით სავსე, ქართული საზოგადოება ამას არ იმსახურებს.


მე , როგორც რიგითი მინისტრი, ყველას მოვუწოდებ არჩევნებზე მოსვლისკენ,  პასუხისმგებლობის აღებისკენ და სიმშვიდისაკენ. უკეთესი მომავალი არ შენდება ძალადობით და ერთმანეთზე თავდასხმებით.


დამოუკიდებლობის შემდეგ ჩვენ გვაქვს უნიკალური შანსი, მშვიდ გარემოში გადავწყვიტოთ, ვის მივანდოთ ქვეყანა.“


 შგახსენებთ, რომ 2013 წლიდან დღემდე აშენდა და გაიხსნა ფოთის, ზუგდიდის, ლაგოდეხის, თიანეთის, ყაზბეგის და  ბორჯომის იუსტიციის სახლები.მალე კი იუსტიციის სახლი ახალქალაქშიც გაიხსნება.


ლიკა დევდარიანი

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2058
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია