ქუთაისის #59 საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ქუთაისში 152 000 ამომრჩეველია დარეგისტრირებული.
რაც შეეხება საარჩევნო უბნებს, 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის ქუთაისის ტერიტორიაზე შექმნილია #47, #48, #49 მაჟორიტარული საარჩევნო უბნები. სამ მაჟორიტარულ ოლქში ქუთაისის 123 და თერჯოლის მუნიციპალიტეტის 5 საარჩვენო - ჭოგნარის, გოდოგანის, ნაგარევის და კვახჭირის 2 უბანი შედის.
#47 მაჟორიტარულ ოლქში შედის კახიანაურის, მუხნარის, ქალაქ მუზეუმის, საფიჩხიის და ნიკეას ტერიტორიაზე განთავსებული საარჩევნო უბნები.
#48 მაჟორიტარულ ოლქში შედის გუმათის, უქიმერიონის, გამარჯვების და ძელქვიანის ტერიტორიაზე განთავსებული საარჩევნო უბნები,
რაც შეეხება #49 მაჟორიტარულ ოლქს, აღნიშნული ავტოქარხნისა და სულხან–საბას ტერიტორიაზე განთავსებულ საარჩევნო უბნებს მოიცავს.