დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
შეხვედრა დევნილებთან
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2016/09/15 17:05:12

ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, მაჟორიტარობის კანდიდატებისა და დევნილების შეხვედრაზე, მხოლოდ 9 კანდიდატი გამოცხადდა.

"ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატმა, დიმიტრი მხეიძემ ხელისუფლების მიერ დევნილებისთვის გაწეულ დახმარებაზე ისაუბრა. მისი თქმით, 12 800 დევნილს უკვე დაკანონებული აქვს საცხოვრებელი, მალე კი ყველა იძულებით გადაადგილებულ პირს ექნება საკუთარი სახლი.

დევნილთა პრობლემების კონკრეტიკისგან თავი შეიკავა "ქართული ონების" ქუთაისის მაჟორიტარობის კიდევ ერთმა კანდიდატმა, გენადი მარგველაშვილმა. მან დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების გზებსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1709
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია