დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ივანიშვილი ქართული ოცნების დამაჯერებელ გამარჯვებას ელის
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2016/10/04 16:45:25

ყოფილმა პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ იგი მოელის, რომ ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველო პარტიული სიით სულ ცოტა 48%–ს და სულ ცოტა 60 მაჟორიტარულ მანდატს მოიგებს 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე.

„მე ვფიქრობ, რომ მინიმუმ 48–დან მაქსიმუმ 54–მდე პროცენტის დიაპაზონში ქართული ოცნება მიიღებს; ასევე მაჟორიტარულ არჩევნებში მინიმუ 60 და მაქსიმუმ 70 მაჟორიტარი უნდა გაიყვანოს ქართულმა ოცნებამ“, – განაცხადა ივანიშვილმა ორშაბათს, არჩევნებამდე ხუთი დღით ადრე.

ქართულმა ოცნებამ 73 ერთმანდატიანი ოლქიდან 72–ში დაასახელა საკუთარი კანდიდატები. დანარჩენი 77 ადგილი 150–წევრიან პარლამენტში პროპორციულად გადანაწილდება იმ პარტიებს შორის, რომლებიც 5%–იან ბარიერს გადალახავენ.    

ივანიშვილმა განაცხადა, რომ ბევრ ერთმანდატიან ოლქში მეორე ტურები გაიმართება, რადგანაც  კანდიდატების სიმრავლეა და ხმები გაიყოფა.

მან ასევე განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობა „მაჟორიტარულ არჩევნებს ვერსად ვერ მოიგებს, ეს გასაგებია, მათ რიცხვში, ვერც ზუგდიდში ვერ მოიგებს ის ქალბატონი [სანდრა რულოვსი], ვერსად ვერ მოიგებს ნაციონალური მოძრაობა მაჟორიტარულ არჩევნებს - ეს არის ორჯერ ორი ოთხი“.

მან ასევე განაცხადა, რომ „გაჩნდა შანსი, რომ მეორე ადგილზე თავისუფალი დემოკრატები გავიდეს“.   

„ჩემი აზრით, პარლამენტი იქნება მრავალპარტიული, 5–6 პარტია შევა“, – განაცხადა ივანიშვილმა.

„ტრაგედიაც არაა [თუ ნაციონალური მოძრაობა ვერ შევა პარლამენტში], თუმცა კარგი იქნება, რომ პარლამენტში ხუთი კაცით მაინც იქნენ წარმოდგენილი, რომ ხალხს არ დაავიწყდეთ, ვინ არიან ისინი, ცუდი არ იქნებოდა. მრავალპარტიული უნდა იყოს პარლამენტი, მე ამის მომხრე ვიყავი. ქართული ოცნება დღეს არის დომინანტი პარტია... ის მინიმუმ 90 და შესაძლოა 110 კაცზეც ავიდეს ... არ მოუწევს ქართულ ოცნებას კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება“, – განაცხადა ივანიშვილმა

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1817
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია