დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საპარლამენტო არჩევნებისთვის საზღვარგარეთ 56 საარჩევნო უბანი გაიხსნება
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2016/09/10 16:37:40

ცენტრალური საარჩევნო კომისია 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის 41 ქვეყნის 48 ქალაქში არსებულ საქართველოს დიპლომატიურ მისიებში 56 საარჩევნო უბანს გახსნის. 

ყველაზე მეტი საარჩევნო უბანი ერთი ქვეყნის მასშტაბით საბერძნეთში გაიხსნება – სამი ათენში და სამიც სალონიკში.

სამი საარჩევნო უბანი გაიხსნება თურქეთში – ანკარაში, სტამბოლსა და ტრაბზონში; სამი უკრაინაში – ორი კიევში და ერთი ოდესაში; სამი აშშ–ში – ორი ნიუ–იორკში და ერთი ვაშინგტონში; სამი აზერბაიჯანში – ყველა მათგანი ბაქოში; ორი გერმანიაში – ბერლინსა და ფრანკფურტში; ორი ესპანეთში – მადრიდსა და ბარსელონაში.

თითო საარჩევნო უბანი შემდეგ ქალაქებში გაიხსნება: ვენა, მინსკი, ბრიუსელი, სოფია, ლონდონი, დუბლინი, კაირო, ტალინი, თელ–ავივი, რომი, ოტავა, ნიქოზია, ვილნიუსი, რიგა, კიშინიოვი, ჰააგა, ვარშავა, ლისაბონი, პარიზი, ბრატისლავა, ერევანი, ტაშკენტი, ბუდაპეშტი, ალ-ქუვეითი, ასტანა, სტოკჰოლმი, ბერნი, პრაღა, დოჰა, ოსლო, პრეტორია, ჰელსინკი, კოპენჰაგენი და პეკინი.

საზღვარგარეთ ამ 56 უბნის გარდა, ასევე გაიხსნება ორი საარჩევნო უბანი ავღანეთში იმ ქართველი სამხედროებისთვის, რომლებიც ნატოს მტკიცე მხარდაჭერის მისიაში მსახურობენ – ერთი ბაგრამის საავიაციო ბაზაზე, ხოლო მეორე მაზარ-ი-შარიფის სიახლოვეს მდებარე მარმალის სამხედრო ბაზაზე. 

ცენტრალური საარჩევნო კომისია თავდაპირველად ტოკიოშიც გეგმავდა საარჩევნო უბნის გახსნას, თუმცა მოგვიანებით გადაიფიქრა იმ მოტივით, რომ იაპონიის დედაქალაქში დარეგისტრირებული ამომრჩევლების რაოდენობა საარჩევნო უბნის გახნისთვის საჭირო მინიმალურ ოდენობაზე -  20–ზე ნაკლებია.

რუსეთში საქართველოს არჩევნებისთვის საარჩევნო უბნები არ გახსნილა, ვინაიდან ორ ქვეყანას 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვეტილი აქვთ.

ამ ეტაპზე ცესკოში არ აქვთ ზუსტი ინფორმაცია, თუ რამდენი ამომრჩეველია რეგისტრირებული საზღვარგარეთ. როგორც Civil.ge-ს საარჩევნო ადმინისტრაციაში აცნობეს, ეს ინფორმაცია ჯერ კიდევ დამუშავების პროცესშია. საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკის მიხედვით, 21 სექტემბერს ცესკომ სხვა სახელმწიფოში შექმნილ საუბნო საარჩევნო კომისიებს ამომრჩეველთა სპეციალური სიის საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია უნდა გადასცეს.

საზღვარგარეთ რეგისტრირებულ ამომრჩევლებს ხმის მიცემა მხოლოდ პროპორციული წესით ანუ მხოლოდ პარტიებისა და ბლოკებისთვის შეეძლებათ და მონაწილეობას ვერ მიიღებენ მაჟორიტარულ არჩევნებში.

საქართველოში მოქმედი შერეული საარჩევნო  სისტემით, 77 დეპუტატი 150-წევრიან პარლამენტში პროპორციული წესით ირჩევა იმ პარტიების სიებიდან, რომლებიც 5%-იან ბარიერს დაძლევენ. დანარჩენი 73 მაჟორიტარი კი ერთმანდატიან ოლქებში აირჩევა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2046
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია