დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
არჩევნები 2016
ბიზნესმენების შეხვედრა წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ცოტნე ზურაბიანთან
2016/09/26 00:23:12

 

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მოღვაწე ბიზნესმენების ინიციატივით შეხვედრა გაიმართა მართველი პარტიის წყალტუბოს მაჟორიტარობის კანდიდატთან ცოტნე ზურაბიანთან.

შეხვედრას წყალტუბოს მუნიციპალიტეტში რამდენიმე ათეული ბიზნესმენი და ესპანელი ეკონომისტი ხოსე გომე რუი ესწრებოდა.


როგორც ბიზნესმენებმა განაცხადეს შეხვედრის მიზანი იყო ცოტნე ზურაბიანს ბიზნესმენებისთვის გაცნო წყალტუბოს საინვესტიციო გარემო. ასევე, კანდიდატს ბიზნესმენებისთვის პირადად მიეწოდებინა ინფორმაცია წყალტუბოს განვითარების კონცეფციის შესახებ, რომელშიც მნიშვნელოვანი ნაწილი საინვესტიციო პოლიტიკისა  და ინფრასტრუქტურის განვითარებას ჭირავს.


"შეხვედრაზე ძალიან საინტერესო ინიციატივები გაჟღერდა ბიზნესმენების მხრიდან. შეხვედრაზე მათ გავაცანი ის ბიზნეს გარემო, ინიციატივები და პროგრამები, რომელიც ჩვენ საარჩევნო პროგრამაში გვაქვს ეკონომიკური პოლიტიკის განვითარების კუთხით. ჩვენი მიზანია ბიზნესმენებს მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი იმისთვის, რომ საქმიანობა მათი იყოს უფრო ხელმისაწვდომი, დასაქმებაზე ორიენტირებული და რაც ყველზე მთავარია ჩვენი ქალაქის ხვალინდელი დღე სწორედ ამ ადამიანების საქმინობასა და აქტიურობაზე არის დამოკიდებული"- ამბობს ცოტნე ზურაბიანი.


ესპანელი ეკონომისტის თქმით წყალტუბოს გააჩნია დიდი პოტენციალი და რომ დიდი ინტერესით ეცნობა წყალტუბოს ტურისტულ პოტენციალს.


"ჩამოვედი შეხვედრაზე, რადგან დაინტერესებული ვარ ამ ქალაქის საინვესტიციო პოტენციალით. დაინტერესებული ვარ ძირითადად სასტუმროებით და რურალური ტურიზმით. ვთვლით, რომ პოტენციალი ამ ქალაქის არის ძალიან დიდი. ძალიან მომეწომნა ქალაქი და შემდეგ ჩამოსვლაზე უკვე ჩამოვალ კონკრეტული წინადადებით" - განაცხადა ესპანელმა ეკონომისტმა ხოსე გომე რუიზმა.


 

შეხვედრაზე ასევე საუბარი იყო მართველი პარტიის წინასაარჩევნო პროგრამაში გაწერილ იმ კონკრეტულ გეგმებზე, რომელიც პირდაპირ ბიზნესს უკავშირდება.

(R)

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 10899
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია