დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ვინ არიან ლიტერატურული პრემია „საბას" გამარჯვებულები
2016/09/19 01:14:44

ლიტერატურული პრემია „საბას“ რიგით მე-14 დაჯილდოების ცერემონია მუხრანბატონის სასახლის ეზოში გაიმართა და სხვადასხვა ნომინაციაში 11 გამარჯვებული ავტორი გამოვლინდა. 


წლის საუკეთესო ელექტრონული წიგნი - ოთარ ჯირკვალიშვილი „ლაზარე"


წლის საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა - თამაზ ვასაძე „20 ქართული მოთხრობა"


წლის სუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა - ზაზა ფირალიშვილი „ირაკლი ფარჯიანი და შეხვედრის მეტაფიზიკა"


წლის საუკეთესო დებიუტი - სალომე მაკარიძე „ჩვენ" (წელს პირველად, დებიუტში გამარჯვებული ხალხმა გამოავლინა. ხმის მიცემა  ორი თვე მინდინარეობდა ელექტრონული წიგნების სახლის „საბას“ ვებგვერდზე saba.com.ge.ხმის მიცემა შეწყდა გამარჯვებულის გამოვლენამდე, 5 წუთით ადრე.) 


ხოლო ჟიურიმ საუკეთესო დებიუტში ორი ავტორი გამოავლინა  ნანა ექვთიმიშვილი „მსხლების მინდორი" და იუნონა გურული „დიაგნოზი".


წლის საუკეთესო ქართული თარგმანი - თამარ ჯაფარძე, ჯონ ფაულზის  „ფრანგი ლეიტენანტის საყვარელი"


ქართული ნაწარმოების საუკეთესო უცხოური თარგმანი – , ლინ კოფინი„"ვეფხისტყაოსანი".


წლის საუკეთესო რომანში  გაიცა ორი სრული პრემია – ბექა ქურხული„სამოთხიდან გაქცეულები", ზურაბ სამადაშვილი „მოსალოდნელი მოულოდნელობანი", .


წლის საუკეთესო პოეტური კრებული –  ბესიკ ხარანაული „ყვავი ხის წვერზე ისაღამოებს".


წლის საუკეთესო პროზაული კრებული –ზაალ სამადაშვილი „იუნკერ ერისთავის ბუცები".


პრემია „საბა“ ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის – ტარიელ ჭანტურიას გადაეცა.


„საბას” წლევანდელი გამარჯვებულები, ტრადიციულად,„”საბას” პრიზს და ფულად პრემიებს მიიღებენ. საპრემიო ფონდი წელს 52 ათას ლარს შეადგენს.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4622
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია