დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
არჩევნები
სიების წარდგენის ბოლო ვადა 8 სექტემბერს იწურება
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2016/09/08 14:16:19

პარტიებსა და საარჩევნო ბლოკებს 8 სექტემბერს საღამოს  პარტიული სიების წარდგენის ბოლო ვადა ეწურებათ. სიებშიკანონის თანახმადკანდიდატთა რაოდენობა არ უნდა იყოს 100-ზე ნაკლები და 200-ზე მეტი. 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში 26 პარტია და 6 ბლოკი იღებს მონაწილეობას. საქართველოში მოქმედი შერეული სისტემით, 77 დეპუტატი 150-წევრიან პარლამენტში პროპორციული წესით ირჩევა იმ პარტიების სიებიდან, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით 5%-იან ბარიერს დაძლევენ. დანარჩენი 73 მაჟორიტარი კი ერთმანდატიან ოლქებში აირჩევა 50%-იანი ბარიერით; თუ ერთმანდატიანი ოლქის ელექტორატის ნახევარზე მეტის მხარდაჭერას ვერ მიიღებს, მაჟორიტარ დეპუტატს მეორე ტური გამოავლენს ორ საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატს შორის.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1857
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია