დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
არჩევნები
საუნივერსიტეტო ქალაქის პრეზენტაცია ქუთაისში
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2016/09/12 11:38:56

 ,,ოცნება რეალობად იქცა და ერთერთი მსოფლიო დონის პროექტს აქ ჩაყარა საფუძველი“– ასე დაიწყო არჩევნებამდე ერთი თვით ადრე საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ქუთაისში,  საუნივერსიტეტო ქალაქის პროექტის პრეზენტაცია.  ტერიტორია მოქცეულია თბილისი-ქუთაისის ძველ და ახალ მაგისტრალებს შორის, ქუთაისი-ბაღდათის დამაკავშირებელ გზაზე. ქალაქი 60 000 სტუდენტზე გათვლილი. ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის და თბილისში განლაგებული ტექნოლოგიური ცენტრის საერთო ბიუჯეტი ამ ეტაპზე 1 მილიარდ ევროს შეადგენს და მას სრულად ფონდი "ქართუ"აფინანსებს.

"საქართველოს შუაგულში კავკასიის რეგიონში უდიდესი, თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და უახლესი ლაბორატორიებით აღჭურვილი ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქი იქნება საგანმანათლებლო-სამეცნიერო ცენტრი დასავლეთ საქართველოსთვის და მიზიდულობის ცენტრი მთელი რეგიონისთვის.

60 000 სტუდენტზე გათვლილი საუნივერსიტეტო ქალაქი, რომელიც გაშენდება 140 ჰექტარზე, უზრუნველყოფს ქვეყანას ყველა იმ დარგის მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით, რაც ესაჭიროება საქართველოს ეკონომიკას სწრაფი განვითარებისთვის.
,,ეს მშენებლობა წარიმართება ისე, რომ აფსოლუტურად შენარჩუებული იქნება არაჩვეულებრივი ბუნება“ – განაცხადა პრემიერ მინისტრმა.

ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის, თბილისში განლაგებული ტექნოლოგიური ინსტიტუტის და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დაპროექტებას, მშენებლობას, აღჭურვას და ფუნქციონირებას სრულად უზრუნველყოფს ფონდი "ქართუ".  როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა ,,ქართუსმხრიდან ფინასნური მხარდაჭერა გაგრძელდება მანადმე, სანამ უნივერსიტეტი თავად ვერ შეძლებს დამოუკიდებლად ფუნქციონირებას.
ორივე მეგაკომპლექსი დარჩება სახელმწიფოს საკუთრებაში და როგორც თბილისის ტექნოლოგიური ინსტიტუტი, ისე ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქი იქნება სახელმწიფო დაწესებულება."

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 12914
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია