დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სოფლის მეურნეობისა და ენერგეტიკის სამინისტროებს ახალი მინისტრები ყავს
2016/09/10 10:58:16

პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საზოგადოებას ენერგეტიკისა და სოფლის მეურნეობის ახალი მინისტრები წარუდგინა.

 

ენერგეტიკის მინისტრად ილია ელოშვილი, ხოლო სოფლის მეურნეობის მინისტრად ლევან დავითაშვილი დაინიშნა. 



„ისინი დღემდე მინისტრის მოადგილის პოსტზე მუშაობდნენ. მოხარული ვარ, რომ პროფესიონალ და ღირსეულ ადამიანებს წარვადგენ ამ ორ ძალიან მნიშვნელოვან პოსტზე. მინდა ვუსურვო მათ წარმატებები და ასევე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო მინისტრებს, რომლებიც დღეს ჩაერთვნენ საარჩევნო პროცესში. ორივე მათგანს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანა და დარწმუნებული ვარ, ისინი წარმატებით გაართმევენ თავს ამ ამოცანებს", - განაცხადა კვირიკაშვილმა.



სოფლის მეურნეობის და ენერგეტიკის მინისტრებმა არჩევნებში მონაწილეობის გამო თანამდებობები  დატოვეს. ოთარ დანელია მარტვილის და აბაშის გაერთიანებული საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატია, კახა კალაძე კი მმართველი პარტიის სიის მეორე ნომერი.



კანონმდებლობის თანახმად, პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციის შესახებ განცხადების წარდგენიდან არა უგვიანეს მე-2 დღისა, დაკავებული თანამდებობიდან უნდა გადადგნენ და გათავისუფლდნენ პირები, რომელთა თანამდებობებიც დეპუტატობის კანდიდატობასთან შეუთავსებელია.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2877
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია