დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საერთაშორისო ფოტოფესტივალი „ოდესა//ბათუმი ფოტოდღეები 2016"
2016/09/06 21:12:37

 „ოდესა//ბათუმი ფოტოდღეები“ ახალგაზრდა ფესტივალია, მას საფუძველი 2015 წელს ჩაეყარა. 

ეს ყოვეწლიური ღონისძიებაა რომელიც საქართველოსა და უკრაინაში, ორ ქალაქში ოდესაში აპრილში და ბათუმში სექტემბერში იმართება.

ამ ორ ქალაქს არა მხოლოდ გეოგრაფიული კონტექსტი, შავი ზღა, აერთიანებს, არამედ მათი განვითარების და სტრუქტურული პრინციპი. 

ფესტივალის ფორმატი, პირველად ორ ქვეყანას ერთი პროექტის ფარგლებში აერთიანებს.

 

10-14 სექტემბრის ჩათვლით ბათუმის საგამოფენო სივრცეებში, კერძოდ: თიბისი ბანკის გალერეა, აჭარის სახელმწიფო მუზეუმი, თანამედროვე ხელოვნების სივრცე, მოეწყობა 3 გამოფენა, 3 მასტერ -კლასი, 3 ღამის ფოტოჩვენება და 2 პრეზენტაცია ჩატარდება.

 

ცნობილი პოლონელი, პალესტინელი და სამხრეთ კორეელი ფოტოგრაფები ტომაშ ლაზარი, ალან შიბლი და კენგ ჯუკი იქნებიან ფესტივალის მთავარი სტუმრები. ისინი გამოფენების პარალელურად მოაწყობენ მასტერ -კლასებს დაინტერესებული პირებისთვის.

 

მასტერ-კლასები დაყოფილია 3 სექციად, წარმოადგენს შინაარსობრივ და ტექნიკურ ინტერაქციას ფოტოგრაფსა და მონაწილეებს შორის. მასტერკლასის თემებია: ქუჩის ფოტოგრაფია, გადაღების ტექნიკური მხარე, საჯარო სივრცეების ათვისება

 

ფესტივალის პარტნიორები არიან: აჭარის ა.რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ადამ მიცკევიჩის ინსტიტუტი, თიბისი ბანკი, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, აჭარის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი, ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი, საზოგადეობრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია, ნეტგაზეთი, ბათუმელები, რადიო აჭარა, ინფობათუმი, კონოთეატრი აპოლო. 2016 წლის ფესტივალი „Check in” პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4548
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია