დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
,,კითხვა–პასუხი საპარლამენტო არჩევნები 2016“
რა უნდა ვიცოდეთ არჩევნების შესახებ?
2016/09/06 17:09:06

www.psnews.ge გთავაზობთ ახალ რუბრიკას ,,კითხვაპასუხი საპარლამენტო არჩევნები 2016“. 

ამომრჩეველებს შესაძლებლობა ეძლევათ, მოგვაწოდონ საპარლამენტო არჩევნების ირგვლივ კითხვები და მიიღონ კომპეტენტური პასუხები.    რუბრიკა მომზადებულია პროექტის ,,რეგიონული მედია  არჩევნებისთვისფარგლებში.

 

ამ რუბრიკით გთავაზობთ მეორე "კითხვა-პასუხს".

 

ვის აქვს ხმის უფლება?

საარჩევნო ხმის უფლება აქვს საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელსაც არჩევნების/რეფერენდუმის/პლებისციტის დღემდე შეუსრულდა ან იმ დღეს უსრულდება 18 წელი და რომელიც აკმაყოფილებს საარჩევნო კოდექსით დადგენილ პირობებს.

არჩევნებში, რეფერენდუმსა და პლებისციტში მონაწილეობის უფლება არ აქვს საქართველოს მოქალაქეს, რომელიც სასამართლოს განაჩენის საფუძველზე მოთავსებულია პენიტენციურ დაწესებულებაში, გარდა იმ პირისა, რომელსაც ჩადენილი აქვს ნაკლებად მძიმე დანაშაული, აგრეთვე მხარდაჭერის მიმღებს, თუ იგიფსიქიატრიული დახმარების შესახებსაქართველოს კანონის შესაბამისად მოთავსებულია სტაციონარულ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში.

 არის თუ არა სავალდებულო მარკირების პროცედურის გავლა?

მარკირებაზე უარის თქმის შემთხვევაში არ მოგეცემათ კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება 

თუ შეიძლება, დეტალურად გამაცანით, რა პროცედურები უნდა გავიარო არჩევნების დღეს?

კენჭისყრის შენობაში შესვლისას ნაკადის მომწესრიგებელ კომისიის წევრს წარუდგინეთ პირადობის მოწმობა (იძულებით გადაადგილებული პირის შემთხვევაში აგრეთვე დევნილის მოწმობა) ან პასპორტი და გაიარეთ მასთან მარკირების შემოწმების პროცედურა;

o    ამომრჩეველთა სიაში თქვენი გვარის გასწვრივ გააკეთეთ ხელმოწერა

o    მიიღეთ რეგისტრატორისგან ბეჭდით და ხელმოწერით დამოწმებული საარჩევნო ბიულეტენი

o    კენჭისყრის კაბინაში შემოხაზეთ თქვენთვის სასურველი ერთი საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომერი (ყოველ საარჩევნო ბიულეტენში)

  • კენჭისყრის კაბინიდან გამოსვლის შემდეგ აიღეთ სპეციალური კონვერტი და დაკეცილი საარჩევნო ბიულეტენები მოათავსეთ მასში
  • სპეციალური კონვერტი მოათავსეთ საარჩევნო ყუთში

 

 დამოუკიდებლად მიჭირს საარჩევნო ბიულეტინის შევსება, თუ შეიძლება, კომისიის წევრები დამეხმარონ?

თუ დამოუკიდებლად არ შეგიძლიათ შეავსოთ საარჩევნო ბიულეტენი, უფლება გაქვთ, კენჭისყრის კაბინაში დასახმარებლად მიიწვიოთ ნებისმიერი პირი, გარდა საარჩევნო კომისიის წევრისა, კანდიდატისა, საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლისა, დამკვირვებლისა.

 

რა გავაკეთო, თუკი საარჩევნო ბიულეტინი დავაზიანე?

თუ გაგიფუჭდათ საარჩევნო ბიულეტენი, მიმართეთ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, გადაეცით გაფუჭებული და მოითხოვეთ ახალი საარჩევნო ბიულეტენი.

 

კენჭისყრის შემდეგ მაქვს თუ არა უფლება დავრჩე უბანზე და დავაკვირდე არჩევნებს?

არა, კენჭისყრაში მონაწილეობის შემდეგ, უნდა  დატოვოთ საარჩევნო უბანი

 

რა ვადით ვირჩევთ პარლამენტს, და ვინ შეიძლება იყაროს კენჭი?

საქართველოს პარლამენტიწლის ვადით აირჩევა. საქართველოს პარლამენტის წევრად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 21 წლის ასაკიდან.


შეუძლია თუ არა საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალქეს არჩევნებში მონაწილეობის მიღება?

საზღვარგარეთ მყოფ ამომრჩევლებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში, ასევე რეფერენდუმში.

არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვთ:

·         კენჭისყრის დღეს სხვა სახელმწიფოში მყოფ ამომრჩევლებს, რომლებიც დგანან საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე;

·         ამომრჩევლებს, რომლებიც არ დგანან საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე, მაგრამ არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 21- დღისა რეგისტრაციას გაივლიან სხვა სახელმწიფოში შექმნილ საუბნო საარჩევნო კომისიაში ან საკონსულო დაწესებულებაში.

 

 

რა არის საოლქო საარჩევნო კომისიის ფუნქციები?

საოლქო საარჩევნო კომისია არის საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მუდმივმოქმედი ტერიტორიული ორგანო, რომელიც თავისი უფლებამოსილების ფარგლებში საარჩევნო ოლქში უზრუნველყოფს არჩევნების, რეფერენდუმისა და პლებისციტის გამართვას, აკონტროლებს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის შესრულებას და უზრუნველყოფს მის ერთგვაროვნად გამოყენებას

 

რისი  არჩევნები ტარდება 8 ოქტომბერს?

 

საქართველოს პარლამენტის არჩევნები, . თბილისის, წალკის, ჭიათურის, აბაშისა და . ზუგდიდის მუნიციპალიტეტების საკრებულოების  შუალედური არჩევნები;  თვითმმართველი ქალაქის - ახალციხის მერისა და თვითმმართველი თემებისბოლნისის, ხარაგაულის, ჭიათურის, ზუგდიდისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტების გამგებლების  რიგგარეშე არჩევნები. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2984
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია