დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
არჩევნები
საარჩევნო კამპანია ემზარ კვიციანთან ერთად
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2016/09/02 12:39:16

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ნინო ონიანის ოფისში სტუმრად იმყოფებოდა რაჭა-ლეჩხუმისა და ზემო და ქვემო სვანეთის ,,პატრიოტთა ალიანსის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ემზარ კვიციანი.

 

კვიციანი ნინო ონიანთან ერთად შეხვდა ნიკეას უბნის მოსახლეობას და მათი პრობლემები მოისმინა.

,,მიხარია, რომ დღეს თქვენთან ერთად ვარ. ქუთაისში გულიანი ხალხი ცხოვრობს, რომლთა მხარდაჭერასაც სულ ვგრძნობ და ვგრძნობდი, განაკუთრებით ჩემთვის მძიმე და მნიშვნელოვან პერიოდში. რაც შეეხება ნინოს, ის ჩემი ძმისშვილია, ძალიან სამართლიანი და გულიანი ადამიანია, ამიტომაც ვფიქრობ, რომ ქუთაისლებს ნამდვილად გაუმართლებს თუ ის მათი მაჟორიტარი დეპუტატი იქნება“ -თქვა ემზარ კვიციანმა მოსახლეობასთან შეხვედრისას.

 

ნიკეას უბნის მოსახლეობამ ნინო ონიანისგან პირობა მიიღო, რომ ის მალე მეტად ახლოს გაეცნობა თითოეულის პრობლემას და მაქსიმალურად იზრუნებს მათ მოგვარებაზე.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1704
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია