ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ საარჩევნო სიის მეორე ნომრად სანდრა რულოვსი დაასახელა. საქართველოს ყოფილი ლედი ზუგდიდში მაჟორტარობის კანდიდატია.
"სანდრა რულოვსის სიის ათეულში ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ეს არის ჩვენი განაცხადი გამარჯვებაზე. ეს არის დადებითი მოვლენა პირველ რიგში ზუგდიდელებისთვის, რომელთაც საქართველოს პარლამენტში ძალიან კარგი მაჟორიტარი ეყოლებათ.- განაცხადა ბაქრაძემ.