დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ნახეთ, რომელ უმაღლეს სასწავლებელში როდის იწყება სწავლა!
2016/08/29 19:04:03

გთავაზობთ 2016-17 სასწავლო წლის დაწყების თარიღებს უნივერსიტეტების მიხედვით:


ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი 10 ოქტომბერს დაიწყება, პირველკურსელთა რეგისტრაცია კი 2016 წლის პირველი სექტემბრიდან 16 სექტემბრის ჩათვლით იწარმოებს.

 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2016-2017 სასწავლო წელი ბაკალავრიატში, მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში 26 სექტემბერს დაიწყება. პირველკურსელთა ადმინისტრაციული რეგისტრაცია კი 6-დან 12 სექტემბრამდე გაგრძელდება.

 

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლა 10 ოქტომბერს იწყება. რაც შეეხება პირველკურსელთა რეგისტრაციას, 1-27 სექტემბერს იწარმოებს.

 

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში 2016-17 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია 1 აგვისტოდან 3 სექტემბრის ჩათვლით. ხოლო მაგისტრანტებისთვის 1 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით. სწავლა იწყება 12 სექტემბერს.

 

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლა დაიწყება 19 სექტემბერს. პირველადი რეგისტრაციისთვის უნივერსიტეტში უნდა მიბრძანდეთ 5 სექტემბრიდან 17 სექტემბრის (შაბათი) ჩათვლით, გარდა 10–11 სექტემბრისა (შაბათ–კვირა), 10:00–დან 18:00–მდე თქვენი ფაკულტეტის დეკანატში, თსსუ–ის ადმინისტრაციულ კორპუსში.

 

გორის სასწავლო უნივერსიტეტში სწავლა იწყება 15 სექტემბერს იწყება, პირველკურსელთა რეგისტრაცია კი 1 სექტემბრიდან იწარმოებს.

 

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი სემესტრი 19 სეტემბრიდან იწყება. მაგისტრატურის პირველკურსელებისთვის კი პირველკურსელები 26 სექტემბერს, რაც შეეხება პირველკურსელების რეგისტრაციას, როოგრც უნივერსიტეტში განგვიმარტეს, სავარაუდოდ 1-18 სექტემბერს იწარმოებს.

 

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში სწავლა იწყება 12 სექტემბერს. აბიტურიენტები, რომლებმაც ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე მოიპოვეს საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში ჩარიცხვის უფლება, 6 სექტემბრამდე უნდა გამოცხადდნენ უნივერსიტეტში და წარმოადგინონ საბუთები. რეგისტრაცია იწარმოებს 6 სექტემბრის ჩათვლით, ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 10 : 00-დან 17 : 00-საათამდე.

 

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში ახალი სემესტრი იწყება 19 სექტემბერს. პირველკურსელთა რეგისტრაცია კი 5 სექტემბერიდან და 10 სექტემბრამდე გაგრძელდება.

 

საქართველოს საპატრიარქოს ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტშიპირველკურსელთა რეგისტრაცია 5-დან 16 სექტემბრამდე გაგრძელდება, სწავლა კი 19 სექტემბრიდან დაიწყება.

 

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ბაკალავრიატზე ადმინისტრაციული რეგისტრაცია 22 აგვისტო – 5 სექტემბერამდე იწარმოებს. სააუდიტორიო მეცადინეობები კი 12 სექტემბერს დაიწყება.

მაგისტრატურაზე ადმინისტრაციული რეგისტრაცია 5-17 სექტემბერს იწარმოებს, სწავლა კი 26 სექტემბერს დაიწყება.

რაც შეეხება პირველკურსელებს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში პირველკურსელთა რეგისტრაცია იწარმოებს 31 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით

 

თბილისის სასწავლო უნივერსიტეტს პირველკურსელებმა ადმინისტრაციული და აკადემიური რეგისტრაციისთვის 2016 წლის 29 აგვისტოდან  16 სექტემბრის ჩათვლით უნდა მიმართონ. 2016-2017 სასწავლო წელი უნივერსიტეტში იწყება 19 სექტემბერს.

 

სუხიშვილის სასწავლო უნივერსიტეტს აბიტურიენტებმა, რომლებმაც ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით გავლის შედეგად მოიპოვეს სუხიშვილის სასწავლო უნივერსიტეტში სწავლის უფლება, რეგისტრაცია უნდა გაიარონ მ/წლის 29 აგვისტოდან 9 სექტემბრის ჩათვლით. ახალი სასწავლო წელი კი 12 სექტემბერს დაიწყება.

 

ქუთაისის უნივერსიტეტში სწავლა 19 სექტემბერს იწყება, პირველკურსელთა რეგისტრაცია კი 2 სექტემბრიდან 16 სექტემბრის ჩათვლით განხორციელდება 9:00 საათიდან 17:00 საათამდე, შაბათ-კვირის გარდა.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 13518
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია