დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
"უკეთ, ვიდრე ლონდონში" - რიოს ოლიმპიური შედეგები
2016/08/26 18:50:14

რიოს ოლიმპიურ თამაშებზე საქართველო ორმოცმა სპორტსმენმა წარადგინა და საბოლოო შედეგებით, 207 ქვეყანას შორის 38-ე ადგილი დაიკავა.


ისევე, როგორც ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადაზე, ქართველმა სპორტსმენებმა წელსაც 7 მედლის მოპოვება შეძლეს, თუმცა მედლების ხარისხით ეს წელი ნამდვილად გამორჩეული აღმოჩნდა და დევიზი - "უკეთ, ვიდრე ლონდონში"-  აშკარად გამართლდა. ეს კი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ჩვენი სპორტსმენები განსაკუთრებული მონდომებითა და შრომისმოყვარეობით გამოირჩევიან და დიდი მომავალი აქვთ, არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის, არამედ, - მსოფლიო ასპარეზზეც.

 

ოლიმპიური თამაშების ისტორია, რომელიც ჯერ კიდევ ძველი საბერძნეთიდან იღებს სათავეს,თანამედროვე სპორტული სამყაროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენაა.ოთხ წელიწადში ერთხელ იგი მთელს მსოფლიოს აერთიანებს.

ოლიმპიადის ძირითადი წესები პარიზში,1894 წელს დამტკიცდა და ამავე წელს შეიქმნა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტიც. საქართველო მას 1996 წლიდან შეუერთდა და ისეთი პატარა და მცირერიცხოვანი ქვეყნის პირობაზე,როგორიც ჩვენ ვართ,არც თუ ისე ცუდი შედეგები გვაქვს ხოლმე.ყოველ შემთხვევაში ,წელს მოპოვებული მედლების რაოდენობითა და ხარისხით,საქართველომ ისეთ ქვეყნებს გადაუსწრო,როგორებიცაა: პორტუგალია,ნორვეგია,ჩეხეთი,თურქეთი,აზერბაიჯანი და სხვა.

 

    

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 12030
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია