დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისში 5 შვილიანი დედა ბინის გარეშე რჩება
2016/08/25 22:44:09

24 აგვისტოს ქალაქ ქუთაისის მერიასთან შიმშილობა გამოაცხადა იპოთეკით დაზარალებულმა 5 შვილიანმა დედამ ნანა დეისაძემ, იგი მერიისგან დახმარებას ითხოვს. მისივე თქმით რამდენიმე წლის წინ მან მშობლების ბინა იპოთეკით დატვირთა კერძო პირთან, რომელმაც უკანონოდ გადააფორმა ბინა და გაყიდა მესამე პირზე. ბინის ახალი მეპატრონე კი ქალბატონ ნანა დეისაძესა და მის ოჯახს ბინიდან გასვლას სთხოვს. დაზარალებულები მერიას მიმართავენ, დაეხმარონ სამართლიან გამოძიებაში.


 გაზეთი P.S დეტალების გასარკვევად გაესაუბრა ნანა დეისაძის დედას. (ვინაიდან ქაბატონი ნანა შეუძლოდ გრძნობდა თავს)


– " ბინა იყო ჩემს სახელზე და ჩემმა შვილმა დატვირთა იპოთეკით, როცა უკვე ფული უნდა გადაგვეხადა იპოთეკარი დაიმალა, ოფისიც დაკეტა, ჩემი ბინა  გადაფორმებული ქონია უკვე და ყიდდა სხვაზე, რომელიც ახლა ბინის დაცლას მთხოვს. პოლიციის მეორე განყოფილებაშიც ვიყავით და ვთხოვდით, დაგვხმარებოდნენ იმ ქალის მოძებნაში, მაგრამ დღემდე არაფერია და ახლაც აქ ვართ, განყოფილებაში ჩემი შვილი ცუდად გახდა, ამით ისარგებლეს და ხელი მოაწერინეს და მისცეს ერთი დღის ვადა რომ გამოსულიყო სახლიდან, გუშინ იყო ის ჩვენი ერთი დღე.ემუქრებიან ამ ჩემ გოგოს, როგორც კი სახლში შეხვალთ, დაგიჭერთო. ახალი თაობა მოდის, გეხვეწებით, გეღმერთებით მოგვხედეთ ჩვენ მოხუცებულებს და კარგი პოსტი დაიკავეთ რო სამართლიანობა იყოს ამ ქვეყანაში."


 – რას ითხოვთ მერიისგან?

 – ჩვენ ერთადერთი რასაც ვითხოვთ, არის ის,  რომ დაგვეხმარონ იმ ქალის მოძებნაში და გადავუხდი ფულს, თავიდან ვისესხე 4 ათასი ლარი, ახლა მთხოვს 25 ათასს, ამდენს ვერა, მაგრამ 10 ათასს გადავუხდი, ოღონდ მომაძებნინონ და გამოჩნდეს.


მერიის წარმომადგელის განცხადებით, ეს არის კერძო დავა, სასამრთლოს გადასაწყვეტი და მერია ამაში ვერ ჩაერევა, თუმცა ის სთავაზოვს დაზარალებლის ოჯახს 3 თვის ვადით ბინის ქირაობას, რაზეც უარს აცხადებენ.


 ადგილზე იყო საქართველოს პატრიოტთა ალიანსის მაჟორიტარობის კანდიდატი ნინო ონიანი: "ეს არ არის ის სიტუაცია, როცა შეიძლება ვინმემ, რომელიმე პარტიმ გამოიყენოს საარჩევნო კამპანიისთვის, ეს არის ქვეყნის ტკივილი, თითოეული მოქალაქის ტკივილი, ამ სიტუაციას უნდა მოერგოს რაღაც კანონი, რომელიც დაეხმარება მათ და ყველა იპოთეკით დაზარალებულს. 5 შვილის დედას, რომელსაც ყველა ქვეყანაში ხელის გულზე ატარებენ, ჩვენ სახლიდან ვაძევებთ, სირცხვილია უბრალოდ."


 ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით მერიის განცხადება შემდეგია: "როგორც ირკვევა, ნანა დეისაძემ იპოთეკით დატვირთა მშობლების ბინა ქუთაისში. ვალის გადაუხდელობის გამო ის ბინიდან გამოასახლეს. ასევე ირკვევა ,რომ მრავალშვილიანი ქალბატონი ქალაქ ბათუმშია რეგისტრირებული და იქ სარგებლობს შესაბამისი სოციალური დახმარებით. ნანა დეისაძე ითხოვს მისი მშობლების ბინასთან დაკავშირებით საქმის დროულ გამოძიებას. გვინდა აღვნიშნოთ, რომ სამართალწარმოება აღნიშნულ საკითხზე მერიის კომპეტენცია არ არის. ჩვენის მხრიდან მისი ოჯახის წევრს, რათქმაუნდა, იმას, ვინც ქუთაისშია რეგისტრირებული, გაეწევა ერთჯერადი მატერიალური დახმარება,რათა არსებული პრობლემის დროებით გადაჭრა მოხდეს."


ნანა დეისაძე არ უარყოფს ბათუმში ცხოვრების ფაქტს.

– " ბათუმში მაქვს ბინა ნაქირავები, მეხუთეზე როცა ვიყავი ფეხმძიმედ იქ დავდიოდი ექიმთან, დედმამიშვილები მყავს და იქვე ამიყვანეს აღრიცხვაზე და შესაბამისად იქ ვიღებ სოციალურ დახმარებას."


 

 ნანა დეისაძეს აქვს მეორე სტადიის სიმსივნე, ის და დედამისი არ აპირებენ შიმშილობის შეწყვეტას და სთხოვენ მერიას დაეხმარონ სამართლიან გამოძიებაში და მოაძებნინონ იპოთეკარი.


მეგი კაკაბაძე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3139
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია