დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სამოქალაქო ფორუმი ქუთაიასში - რატომ უნდა იყოს მეტი ქალი პოლიტიკაში...
2016/08/22 11:33:07

რატომ უნდა იყოს მეტი ქალი პოლიტიკაში და რა უშლის ხელს მათ პარლამენტში მოსვლას, ამ და სახვა კითხვებზე პასუხის გასაცემად დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში სამოქალაქო ფორუმი გაიმართა.


ფორუმზე მოწვეული იყვნენენ 2016 წლის საპარლმენტო არჩევნებზე წარდგენილი ქალი კანდიდატები: ნატო  ქათამაძე, ლელა სებუა, ნინო ონიანი, ნანა რობაქიძე.  ნინო ონიანი ფორუმზე არ მოვიდა. ნატო ქათამაზემ კი შეხვედრა მალე დატოვა. ნანა რობაქიძემ კი აღნიშნა, რომ მან უარი განაცხადა 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობაზე, თავისი ტელე -მაყურებლის ნდობის დაკარგვის შიშით. შეკრებილი აუდიტორიის შეკითხვებსა და მოსაზრებებს ბოლომდე მოუსმინა ლელა სებუამ.


 დისკუსიიისათვის გამოყოფილი დროის მონაკვეთში დასმულ საკითხზე ყველა მსურველმა გაამოთქვაა თავისი აზრი.


  „ჩვენი ქვეყნის მთავარი ინვესტორები არიან მიგრანტი ქალები, რომლებიც სხვა ქვეყნებიდან არჩენენ ოჯახებს , ისინი ფიზიკურად ვერ ახერხებენ საკუთარ სამშობლოში იყვნენ აქტიურები.


მეორე, 52%- ზე მეტი ქალი არის ამომრჩეველი, თუმცა  უმრავლესობა მაინც ირჩევს მამაკაცებს, რაც ნიშნავს , რომ ქლებს არ აქვთ ერთმანეთის მიმართ სოლიდარობის გამოხატულება. ოდითგანვე ქალის ყველაზე დიდი კრიტიკოსი ,ისეევ ქლია. ეს უკვე არის მენტალური პრობლემა.


"მე მხარს ვუჭერ, მეტი ქალი იყოს პოლიტიკაში. და კიდევ, დამოუკიდებლობა მაშინ მოვა, როცა თვითონ გახდებით დამოუკიდებლები.“

ასე მიმართა შეკრებილ საზოგადოებას ნუგზარ კოხრეიძემ.


გაზეთი P.S ესაუბრა თავისუფალი დემოკრატების, ირაკლი ალასანიას პარტიის, 49-ე ოლქის  დეპუტატობის  კანდიდატს ლელა სებუას.


ფორუმი ითვალისწინებდა  მაჟორიტარი კანდიდატების შეხვედრას ქალთა წრესთან, თუ რატომ არის პრიორიტეტული მეტი ქალი პოლიტიკაში და რა ინიციატივები შეიძლება, ჰქონდეთ მომავალ პარლამენტრებს ქალთა გაძლიერებისათვის.

 „ მე მოვუსმინე და შევეცადე, პასუხი გამეცა ყველა გამომსვლელისათვის. ჩემი პრიორიტეტი არის და პოლიტიკური მოღვაწეობის პერიოდშიც იქნებიან ქალები. ჩემთვის მნიშვნელოვანია ქალბის ეკონომიკური სიძლიერე, რადგან ეკონომიკურად ძლიერი ქალი არის ოჯახის სიძლიერე, ძლიერი ოჯახი კი- ქვეყნის სიძლიერეა.“


სამოქალაქო ფორუმის ორგანიზატორბეი იყვნენ: „ მეწარმე ქალთა ფნდი“ და „ გენდერული თანასწორობის ქსელი“ მთელი საქრთველოს მასშტაბით.

 

ლიკა დევდარიანი                                                  

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3177
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია