კორცხელში მაჟორიტარობის კანდიდატად სანდრა რულოვსის წარდგენის შემდეგ "ნაციონალური მოძრაობის" ათეული ქუთაისელ ამომრჩეველს, ქალაქის მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში შეხვდა.
სასამართლო, ეკონომიკური და განათლების სისტემების რეფორმა, სოციალური დახმარებებისა და პენსიების ზრდა, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და დასავლური განვითარება - ეს ძირითადი მესიჯები კიდევ ერთხელ გააჟღერეს პარტიის ლიდერებმა ქუთაისელ ამომრჩეველთან შეხვედრისას.
ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ელენე ხოშტარიამ თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ სწორედ დაშვებული შეცდომების გააზრებაა ახალი გამარჯვების საწყისი. პარტიის წევრები ამომრჩეველს გამარჯვებისა და უკეთესი მომავლის იმედით დაემშვიდობნენ.
სოფო მანჯგალაძე