დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რიოს ოლიმპიადაზე პირველი ოქრო საქართველოდან ლაშა ტალახაძემ მოიგო
2016/08/17 11:48:19

ქართველმა ძალოსანმა, 22 წლის ლაშა ტალახაძემ (+105 კგ) რიო-დე-ჟანეიროში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა. 


ქართველმა სპორტსმენმა ატაცში 215 კილო დააფიქსირა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა, რომელიც მალევე 216 კილოთი მისმა კონკურენტმა, ირანელმა ბეჰდად სალიმიმ დაამხო. თუმცა, აკვრაში ტალახაძემ 258 დააფიქსირა, ჯამში 473 კილოგრამს მოუყარა თავი და მსოფლიო და ოლიმპიური რეკორდი დაამყარა, სალიმიმ კი 245 ვერ დაძლია და ასპარეზს გამოეთიშა.

 

ამავე წონით კატეგორიაში მოასპარეზე მეორე ქართველმა სპორტსმენმა, ირაკლი თურამანიძემ ატაცში სამივე ცდა გამოიყენა და 207 კილო დააფიქსირა, რასაც აკვრაში 241 დაუმატა და საბოლოო ჯამში, 448 კილოგრამით (პირადი რეკორდი) მე-3 ადგილი დაიკავა. 



ჯამში 451 კილოგრამით მეორე ადგილი და ვერცხლის მედალი სომხეთის წარმომადგენელმა, გორ მინასიანმა მოიპოვა.

 

ამრიგად, საქრთველოს ნაკრების მონაგარი რიოს ოლიმპიურ თამაშებზე ამ დროისთვის 1 ოქრო, 1 ვერცხლი და 3 ბრინჯაოა.


 

wyaro: http://www.mysports.ge/ka/post/view/13558

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 12944
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია