დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რეგიონული მედიის ასოციაციამ ჟურნალისტებისთვის საარჩევნო ტრენინგი გამართა
2016/08/16 17:59:38

12-14 აგვისტოს ურეკში  „საქართველოს რეგიონული მედიის“ ასოციაციის ორგანიზებით  მედიასემინარი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ბეჭდური და ინტერნეტგამოცემების ჟურნალისტები საქართველოს ყველა რეგიონიდან.


სემინარი ჩატარდა „ცენტრალური საარჩევნო კომისიის“ და „საარჩევნო სისტემების განვითარების რეფორმებისა და სწავლების ცენტრის“ მიერ დაფინანსებული პროექტის  ფარგლებში- „რეგიონული მედია ამომრჩეველთა ინფორმირებისა და განათლებისათვის.


 

 

პროექტის მონაწილეებს მიესალმა რეგიონული მედიის ასოციაციის თავმჯდომარე ია ბობოხიძე, ხოლო პროექტის დირექტორმა, ნატო გუბელაძემ ჟურნალისტებს პროექტით გათვალისწინებული აქტივობები გააცნო და მათი ჩართულობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

 

ორი დღის განმავლობაში ჟურნალისტები გაეცნენ: საქართველოში არსებულ საკონსტიცუტიო მოწყობის მოდელს და პარლამენტის ადგილს ამ მოდელში, საკანონმდებლო ირგანოს უფლებამოსილებებს, საქართველოს პარლამენტის წევრის უფლება-მოვალეობებს. ასევე, ჟურნალისტებმა მიირეს დაწვრილებითი ინფორმცია საარჩევნო კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების და სიახლეების თაობაზე, წინასაარჩევნ კამპანიაზე და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კენჭისყრის დღის პროცეუდრებს და არჩევნების დღეს ჟურნალისტების უფლება-მოვალეობებს.

ტრენინგის სამართლებრივ ნაწილს წარმართავდნენ იურისტები: ქეთევან მამამთავრიშვილი და პაატა ცნობილაძე.


გარდა სამართლებრივი ნაწილია, სემინარი ითვალისწინებდა ჟურნალისტებისათვის საჭირო  პრაქტიკული ინფორმაციის მიწოდებას იმ  ხერხების თაობაზე, რომელიც დაეხმარებათ მათ მომავალში საარჩევნო თემების  უფრო ღრმად, კვალიფიციურად გაშუქებაში და ამომრჩევლის ინფორმირებაში, რათა ამომრჩეველმა გააკეთოს ინფორმირებული არჩევანი,  კერძოდ: არჩევნები და მულტიმედია იარაღები, არჩევნების გაშუქებისათვის საჭირო ინტერნეტ რესურსები, ინფორმაციის მოსაძიებელი სისტემები, მულტიმედია პლათფორმები, სოციალური ქსელები და არჩევნები. 

აღნიშნულ თემებზე ძალიან საინტერესო და სასრგებლო რესურსები მიაწოდა ჟურნალისტებს მოწვეულმა მედიატრენერმა, თინათინ დვალიშვილმა.

 

სემინარის დასკვნითი ნაწილი პრაქტიკულ მეცადინეობას და საარჩევნო კაზუსების განხილვას დაეთმო.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3767
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია