დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მერიის კარზე კანონი გააკრეს
2009/10/06 14:40:44

რესპუბლიკური პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ნატო ქათამაძის ინიციატივით, დღეს ქუთაისის მერიის კარის მინაზე კანონიდან ამონაწერი გაიკრა, რითიც ხელისუფლებას საჯარო ინფორმაციის გაცემის ვადები შეახსენეს.

რესპუბლიკელებმა ჩათვალეს, რომ ეს კანონი თვითმმართველობაში ან არ იციან, ან დაავიწყდათ, რადგან ბოლო პერიოდის განმავლობაში ინფორმაციის გამოთხოვის წერილი მერიას ათჯერ მაინც მიწერეს, პასუხი კი მხოლოდ ერთხელ მიიღეს, ისიც – შუალედური.

ნატო ქათამაძე: „ამ შენობაში საჯარო ინფორმაციის გაცემის წესები არ იციან, ჩვენ მოვითხოვეთ ინფორმაცია აქ მომუშავე ადამიანების, მათ მიერ აღებული პრემიებისა და ხელფასების შესახებ. თუმცა, პასუხი არ მიგვიღია, კანონით დადგენილი ვადები კი, უკვე დიდი ხანია, გასულია.“

მერიის აპარატის უფროსი თენგო თოფურიძე რესპუბლიკელების ბრალდებებზე ამბობს, რომ ასეთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია. ამბობს, რომ ყველა მოთხოვილ ინფორმაციაზე პასუხი დროულად გასცეს, რადგან ეს მოვალეობა კომპეტენტურ  და პროფესიონალ ადამიანს აკისრია.

თავის მხრივ, ნატო ქათამაძე თენგო თოფურიძის პასუხის დამადასტურებელ დოკუმენტაციას ითხოვს. „ფიზიკურად გვანახოს ერთი მოწერილი პასუხი მაინც, მაგრამ ასეთის მოპოვება ძალიან გაუჭირდება, რადგან ბუნებაში არ არსებობს.“

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1695
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია