დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ამომრჩეველთა სიაში ცვლილებები 22 სექტემბრამდეა შესაძლებელი
2016/08/14 21:12:26

15 ივლისის მდგომარეობით, ცესკოს მონაცემებით საქართველოში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 452 093 შეადგენს. ამომრჩეველთა განახლებული სიების საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია ხელმისაწვდომია საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიებისთვის, საარჩევნო ბლოკებისთვის, საინიციატივო ჯგუფებისთვის, საარჩევნოკანონმდებლობით განსაზღვრული დამკვირვებელი ორგანიზაციებისა და ამომრჩევლებისთვის (ამომრჩეველს უფლება აქვს, მოითხოვოს მხოლოდ საკუთარი და ოჯახის წევრების შესახებ არსებული ყველა მონაცემის გაცნობა და მათში ცვლილების შეტანა).

 

თითოეულ მოქალაქეს საკუთარი მონაცემების გადამოწმება შეუძლია სპეციალურ საიტზე - voters.cec.gov.ge  ამომრჩეველთა სიაში მონაცემების გადამოწმებისას, მომხმარებელი ასევე ნახავს ინფორმაციას, თუ რომელ საარჩევნო უბანზეა რეგისტრირებული.


 

უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში, დაინტერესებულმა პირმა შესაბამის საარჩევნო კომისიას უნდა მიმართოს, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-16 დღისა (2016 წლის 22 სექტემბერი) და მოითხოვოს ცვლილების შეტანა.

 

მართა მარგველანი

 


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3570
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია