დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ცესკო შშმ პირთა საარჩევნო უფლებაზე ზრუნავს
2016/08/14 21:07:45

ცესკოს კოორდინაციის, დაგეგმვისა და ანგარიშგების დეპარტამენტის ორგანიზებით უსინათლო ამომრჩევლებისთვის იმიტირებული კენჭისყრა გაიმართა.   ოცამდე პირმა საარჩევნო ბიულეტენის შესავსები  სატესტო ჩარჩო/ფორმა გამოიყენა, რომელიც მათ ინდივიდუალურად, სხვა პირთა დახმარების გარეშე ხმის მიცემის შესაძლებლობას აძლევს.


სიახლე სრულად ერგება საქართველოს კანონმდებლობას. აღნიშნული მოდელი საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლის შედეგად და საქართველოში უსინათლო პირთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად შეირჩა.


 

ექსპერიმენტის წარმატებით დასრულების შემდეგ, კონსულტაციები საარჩევნო ბიულეტენის შესავსები ჩარჩო/ფორმის დანერგვის შესახებ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გაგრძელდება. პროექტის განხორციელების შემთხვევაში, ჩარჩო/ფორმის გამოყენების შესახებ ინფორმაცია მომზადდება და გავრცელდება აუდიო ფორმატშიც. 

 

მართა მარგველანი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3248
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია