დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ჭიათურაში სახალხო დღესასწაული "თემობა" გაიმართა
2016/08/09 13:20:30

ჭიათურაში სახალხო დღესასწაული  "თემობა" მე-19 საუკუნიდან იღებს სათავეს. მდინარე ყვირილას კრისტალური მასივზე მდებარე ჭიათურის ცხრა სოფელი ყოველი მარიამობისას მართავდა საერთო-სახალხო დღესასწაულ „თემობას“.დღესასწაულის ფარგლებში ეწყობოდა გასართობი ღონისძიებები, მათ შორის იყო ძალოსნობის სახეები და დოღი.


 როგორც ამბობენ, ამ დროს ხდებოდა ახალგაზრდების გაცნობაც, რაც ზოგჯერ დაქორწინებითაც სრულდებოდა.

 გეზრული, თვალუეთი, ცხრუკვეთი, სვერი, ჩხირაული, ტყემლოვანა, მანდაეთი და სხვა მიმდებარე სოფლები ყოველწლიურად ერთვებოდნენ თურმე „თემობაში“, თუმცა, ხშირი იყო შემთხვევა, როცა „თემობის“ მონაწილე სოფლების გარდა სხვა დასახლებული პუნქტებიც იღებდა მონაწილეობას _ განსაკუთრებით ზემო იმერეთის სოფლები შოროპნიდან კორბოულამდე.


 1941 წელს, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, გასაგები მიზეზების გამო, „თემობა“ აღარ გამართულა. ომის დასრულების შემდეგ ეს ტრადიცია მივიწყებულ იქნა, თუმცა ბოლო 4 წელია, რაც დღესასწაული აღადგინეს. იდეა მალხაზ ბიწაძის უშუალო ხელმძღვანელობით იქნა ხორცშესხმული და 2013 წელს ხანგრძლივი პაუზის შემდეგ პირველად გაიმართა სათემოდ წოდებულ ადგილას. ამ წლის ღონისძიების ბიუჯეტი მხოლოდ 250 ლარი იყო, ამჟამად ბიუჯეტი სოლიდურად გაზრდილია და მას რამდენიმე კერძო ორგანიზაცია და მუნიციპალიტეტის გამგეობა აფინანსებს.


 „თემობა 2016“-ის მონაწილეებმა 7 აგვისტოს იხილეს სპორტული შეჯიბრებები, მათ შორის: დოღი, ბაგირის გადაძალვა, ჭიდაობა, მკლავჭიდი. ყველა სახეობიდან პირველ ადგილზე გასულმა პირებმა 250-250 ლარი მიიღეს საჩუქრად.


 ღონისძიება დასრულდა კონცერტით, რომელშიც მონაწილეობდნენ ქართული ესტრადის მომღერლები. განსაკუთრებული მოწონება წილად ხვდა თემურ წიკლაურის მიერ შესრულებულ სიმღერებს.ესტრადის მომღერლების კონცერტამდე გაიმართა სპონტანური კონცერტი, რომელშიც მოხალისეები მონაწილეობდნენ.


 მიმდინარე „თემობაზე“ 12 წლის ობოლ ბიჭუნას საჩუქრად აკაკი გურჯიძემ კომპიუტერი გადასცა საჩუქრად, რადგან ამ ობლის ოცნება სწორედ კომპიუტერი იყო, რასაც მამა დაჰპირებია და ტრაგიკული გარდაცვალების გამო ვერ შეუსრულა შვილს ნატვრა.


 ერთ-ერთ მრავალშვილიან დედას ასევე საჩუქრად გადაეცა ფულადი დახმარება (ეს ქალბატონი 6 შვილს ზრდის).

 ბიზნესისა და ჭიათურის გამგეობის წარმომადგენლები ორგანიზატორებსა და მოსახლეობას დაჰპირდნენ, რომ ყველანაირად შეუწყობდნენ ხელს „თემობის“ დღესასწაულის რეგულარულად გამართვას.


„თემობის“ მონაწილე მოქალაქეები პოზიტიურად აფასებდნენ ღონისძიების ფორმასა და შინაარსს. მონაწილეთა სიმრავლე განპირობებული იყო იმითაც, რომ აგვისტოში სოფლებში ძალიან ბევრი დამსვენებელი მიდის, რომლებიც, ბუნებრივია, უარს არ იტყოდნენ ისეთი დონის სანახაობის დასწრებაზე, როგორიც „თემობაა“.

 

 აღნიშნული დღესასწაული საქართველოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით 28 აგვისტოს ნაცვლად იმართება მარიამობის მარხვისწინა რომელიმე კვირა დღეს.


ელისო ხოჯანაშვილი

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4441
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია