დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
16 წლის ჩემპიონი რაჭიდან
2016/08/01 12:16:32

19 ივლისს შვედეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატში, სპორტული სახეობა ,,ჭიდაობა'', 58 კილოგრამ წონით კატეგორიაში მესამე ადგილი წილად ხვდა 16 წლის გიორგი ელბაქიძეს.


გიორგი საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი კუთხის, რაჭის წარმომადგენელია, ამბროლაურის რაიონის, სოფელ წესში ცხოვრობს. 


როგორც გიორგი ელბაქიძის მშობლები ამბობენ, გიორგი მეორე კლასიდან ემზადება ჭიდაობაში, არის საქართველოს და მის ფარგლებს გარეთ არაერთგზის გამარჯვებული. მოპოვებული აქვს 70-მდე მედალი და დიპლომი.

 

გიორგი ელბაქიძე 13 სექტემბერს თბილისში გასამართ ჩემპიონატშიც მიიღებს მონაწილეობას.ის კლუბ ფალავანის წევრია (მწვრთნელი ლევან ბარანიძე) გიორგი ელბაქიძის მშობლები მადლობას უხდიან ქალაქ ამბოლაურის მუნიციპალიტეტს ფინანსური მხარდაჭრისთვის.

 

მანანა ლეშქაშელი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2702
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია