დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
თიანეთის მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ზაქარია ქუცნაშვილი წარუდგინეს
2016/07/30 21:31:15

საქართველოს პრემიერმა, "ქარული ოცნება-დემოკრატიული საქარათველოს" თავმჯდომარემ, გიორგი კვირიკაშვილმა, თიანეთის მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ზაქარია ქუცნაშვილი წარუდგინა. "ზაქარია აქტიური და წარმატებული დეპუტატია. ის მთის კაცია და ყველაზე კარგად იცის რა გტკივათ და რა გიხარიათ". პრემიერმა ისაუბრა 4 წლის განმავლობაში განხორციელებულ პროექტებსა და მიღწევებზე, მათ შორის ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის რეფორმებზე. "ამ მიღწევების წყალობით მეტიდამეტი ადამიანი უნდა დასაქმდეს და ყველა ოჯახში უნდა შევიდეს კეთილდღეობა. ჩვენი გუნდი პროფესიონალებისგან შედგება და ჩვენ გვაქვს სწრაფი განვითარების გეგმა" -განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. ზაქარია ქუცნაშვილმა პრემიერს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და მოსახლეობას სამომავლო გეგმებზე ესაუბრა. "ჩვენ თქვენთვის ყველაფერს გავაკეთებთ, ჩვენი მოსახლეობა,ნამდვილად, იმსახურებს მშვიდობას, თავისუფლებასა და კეთილდღეობას"- განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

 

 

(R)

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2843
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია