დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
IDFI - მ საქართველოს პროკურატურის 2011-2015 წლების ხარჯების ანალიზი გამოაქვეყნა
2016/07/28 21:27:06

- 2012 წლის შემდგომ  პროკურატურაში დასაქმებულ თანამშრომელთა ზრდასთან ერთად მნიშვნელოვნად გაიზარდა ადმინისტრაციული ხარჯებიც. პროკურატურის შრომის ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯების ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად აღემატება დასაქმებულთა რაოდენობის ზრდის ტემპს - აღნიშნულია IDFI - ს მიერ გამოქვეყნებულ, საქართველოს პროკურატურის  2011-2015 წლების ხარჯების ანალიზში. 

 

2011 წლის 31 დეკემბრიდან 2015 წლის 31 დეკემბრამდე საშტატო თანამშრომელთა რაოდენობის ზრდამ შეადგინა 27,8%, ხოლო 2015 წელს 2012 წელთან შედარებით მათ შრომის ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯები გაზრდილია 69,1%-ით. 

 

 

·         2011 წელი -  14 540 949 ლარი;

 

·         2012 წელი - 15 214 572 ლარი;

 

·         2013 წელი - 20 108 742 ლარი;

 

·         2014 წელი - 24 743 192 ლარი;

 

·         2015 წელი - 25 720 900 ლარი.

 

 

 

2014 წლამდე პროკურატურის თანამშრომლებზე დამატებითი ანაზღაურების სახით გაიცემოდა მხოლოდ პრემიები: 2011 წელს 3 830 289 ლარის პრემია, 2012 წელს - 4 557 686 ლარის პრემია, 2013 წელს - 5 900 857 ლარის პრემია.

 

 

2014 წელს პრემიების გაზრდილ რაოდენობასთან ერთად (6 283 579 ლარი),  პროკურატურის თანამშრომლებზე დამატებით გაიცა 3 960 116 ლარის ოდენობის სახელფასო დანამატი და სულ გაცემულმა პრემიამ და დანამატმა ერთად შეადგინა 10 243 695 ლარი. 

 

 

2015 წელს პროკურატურის საშტატო თანამშრომლებზე გაცემული პრემიების რაოდენობა წინა წელთან შედარებით  3 478 539 ლარით შემცირდა, თუმცა სახელფასო დანამატები 3 854 353 ლარით გაიზარდა. შესაბამისად, 2015 წელს გაცემული პრემიებისა და სახელფასო დანამატების საერთო ოდენობა კვლავ გაიზარდა და 10 619 509 ლარი შეადგინა.

 

მთავარი პროკურორის ირაკლის შოთაძის შრომის ანაზღაურებამ 2015 წელს შეადგინა 113 070 ლარი, საიდანაც 42630 ლარი წარმოადგენს თანამდებობრივ სარგოს, ხოლო 70 440 ლარი პრემია/დანამატს. მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გაბიტაშვილის  2014 წლის   შრომის ანაზღაურება იყო 138 615 ლარი, საიდანაც 40 800 ლარი წარმოადგენს სარგოს, ხოლო 97 815 ლარი პრემია/დანამატს. 

 

ქვეყნის გარეთ განხორციელებულ ოფიციალურ და სამუშაო ვიზიტებზე ყველაზე დიდი ხარჯი გაწეულია 2014 წელს - 161 7941 ლარი. სამივლინებო ხარჯების მსგავსად, წარმომადგენლობითი ხარჯების შემთხვევაშიც ყველაზე დიდი მაჩვენებელი 2014 წელს ფიქსირდება - 199 177 ლარი;

 

2013 წელს პროკურატურის მიერ ავტომობილების შესყიდვაზე გაწეულმა ხარჯებმა შეადგინა - 1 599 089 ლარი, 2014 წელს - 199 177 ლარი, 2015 წელს 162 692 ლარი. 2011-2012 წლებში პროკურატურის მიერ ავტომობილების შესყიდვაზე ხარჯი არ გაწეულა;

 

 

2013 წელს საწვავის ხარჯმა შეადგინა 1 341 467 ლარი, 2014 წელს - 1 741 513 ლარი, ხოლო 2015 წელს 1 624 101 ლარი.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის IDFI-ის მიერ მომზადებული ანალიზის თაობაზე იხილეთ ჩვენი ვებ გვერდი: http://bit.ly/2aaeib8


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3113
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია