დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
თამარ ჟვანიამ და ნერმინ ნისიჩმა ტრენინგი "არჩევნები და უსაფრთხოება" გახსნეს
2016/07/28 15:26:04

არჩევნების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართულებით ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) ახალ ინიციატივებს ახორციელებს. 


საარჩევნო ადმინისტრაციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები არჩევნების უსაფრთხოების საკითხებზე ორდღიან ტრენინგს გადიან. 

ტრენინგი, დღეს ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) პროექტის ხელმძღვანელმა ნერმინ ნისიჩმა გახსნეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან ღონისძიებას, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ვასილ ბახტურიძე ესწრებოდა. 

 

„საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ პირველად ხდება აღნიშნული თემის ინიცირება. აღსანიშნავია ის მხარდაჭერა და თანამშრომლობა, რომელიც  საარჩევნოადმინისტრაციასადაშსსამინისტროსშორისარსებობს, ვინაიდანმნიშვნელოვანია არჩევნების ჭრილშიუსაფრთხოების, შესაძლო კონფლიქტების მოგვარების გზებზე საუბარი. ასევე მნიშვნელოვანიამშვიდობიანიდადაცულიგარემოსხელშეწყობა, რომელიცთავისუფალიდასამართლიანიარჩევნებისჩატარებასსჭირდება“, - განაცხადათამარჟვანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

ნერმინ ნისიჩმა მედიასთან მშვიდობიანი საარჩევნო გარემოს ხელშეწყობაზე გაამახვილა ყურადღება, - „აუცილებელია საარჩევნო პროცესი მიმდინარეობდეს მაქსიმალურად კარგად არა მხოლოდ არჩევნების დღეს, არამედ - მანამდეც. შესაბამისად, ყველა ჩართულ მხარეს აქვს თავისი როლი საარჩევნო პროცესში. ცესკო, თავის მხრივ, ყველაფერს აკეთებს, რომ მისი როლი მაქსიმალურად კარგად შეასრულოს და საარჩევნო პროცესის უმაღლეს დონეზე შესრულება უზრუნველყოს“, - აღნიშნა IFES-ისპროექტისხელმძღვანელმა.

 

ტრენინგის მონაწილეები, არჩევნების ჭრილში კონფლიქტებისა და მათი გადაჭრის გზებს, ასევე დაცულობის უზრუნველყოფის საკითხებს განიხილავენ. ტრენინგს, IFES-ის აზია-წყნარი ოკეანის რეგიონული დირექტორი ვასუმ ოჰანი ატარებს, რომელიც 2001 წლიდან დღემდე საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდში სხვადასხვა პროექტებს ხელმძღვანელობს და წამყვანი ექსპერტია საარჩევნო უსაფრთხოების საკითხებში. 

 

მიღებულ ცოდნას ტრენინგის მონაწილეები შემდგომ უკვე მათი უწყებების წარმომადგენლებს გაუზიარებენ.

ზემოაღნიშნულ ღონისძიებას საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან პარტნიორობით და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდთან თანამშრომლობით (IFES) ახორციელებს.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3328
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია