დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მარტვილში „ქართულ ოცნებას“ სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ დანელია წარმოადგენს
2016/07/26 23:39:56

მარტვილში „ქართულ ოცნება- დემოკრატიულ საქართველოს“ სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ დანელია წარმოადგენს. პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მარტვილის მოსახლეობას, მარტვილისა და აბაშის გაერთიანებული საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ოთარ დანელია წარუდგინა.

 

 „შემთხვევითი არ არის, რომ ბატონი ოთარი  მარტვილის მაჟორიტარობის კანდიდატად დასახელდა. ბოლო წლების განმავლობაში მისი ხელმძღვანელობით უამრავი პროგრამა განხორციელდა. ეს არის მცირე მიწიანი ფერმერების დახმარება, გრძელვადიანი საშეღავათო კრედიტები, პროექტი „დანერგე მომავალი“ და ა.შ. ამ ყველაფერს შედეგები უკვე მოაქვს, მაგრამ უფრო მეტი შედეგი მომავალში იქნება. ოთარი არის ჩვენი გუნდის ერთ- ერთი ყველაზე თვალსაჩინო წევრი. სხვათაშორის, ძალიან ძნელად გავიმეტე იგი- ჩვენი კოლეგა, ჩვენი მეგობარი, ჩვენი თანამებრძოლი  ოთარ დანელია“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას განათლების სისტემის ფუნდამენტურ რეფორმირებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება  პროფესიული  განათლების პრესტიჟის აწევას გეგმავს.

 

„ამასთან, ჩვენ მასწავლებლის პრესტიჟი უნდა ავამაღლოთ. არ შეიძლება ყველა ახალმა მოსულმა ხელისუფლებამ  მასწავლებლების კორპუსს გადაუაროს“,-განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

 

გიორგი კვირიკაშვილმა  დასახული მიზნების მიღწევის პროცესში გუნდის ერთიანობაზე გაამახვილა ყურადღება.

 

  „თქვენ ხედავთ ჩვენი გუნდის ძველ თანამოაზრეებს, ახალ წევრებს. გვიერთდებიან ყოველდღე ახალი ადამიანები, სხვადასხვა პოლიტიკური დაჯგუფებებიდანაც მათშორის. ისინი გრძნობენ, რომ საქართველოში დღეს სამთავრობო, სახელისუფლებო გუნდი  ყველაზე მეტად გამოხატავს  ქართველი ხალხის ინტერესებს“,-აღნიშნა  პრემიერი.

 

მარტვილის მოსახლეობას სიტყვით ასევე მიმართა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა.

 

„ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. პასუხისმგებლობა, რომელიც ეკადრება ისეთ დიდ სახელებს, როგორებიც  არიან დავით აღმაშენებელი, გიორგი ჭყონდიდელი.  ეს არ არის ჩემი გამოწვევა მხოლოდ. ეს არის ჩვენი გამოწვევა მეგობრებო. აქ ვერ იქნება ორი და სამი მხარე. მნიშვნელოვანია, ხაზი გავუსვათ იმას, რომ ნამდვილად არის  დაინტერესება ამ ერთი მიზნის მისაღწევად გავერთიანდეთ. ჩვენ ყველანი უნდა გავერთიანდეთ და ერთმანეთს შევეჯიბროთ ურთიერთპატივისცემაში, ღირსეულ დამოკიდებულებაში, სწორ არჩევანში, იმიტომ, რომ არ შეიძლება იყოს ორი სწორი არჩევანი. არის მხოლოდ ერთი სწორი არჩევანი და მას ყველანი უნდა გავყვეთ“,-განაცხადა ოთარ დანელიამ.

 

ოთარ დანელიას წარდგენას პარტიის  წევრები-ეკა ბესელია, რომან კაკულია, სოსო დანელია და ირაკლი ქადაგიშვილი ესწრებოდნენ.

 

(R)

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3181
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია