დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
წალენჯიხისა და ჩხოროწყუს გაერთიანებული საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი, გოგა გულორდავა წარუდგინა.
2016/07/26 18:36:56

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სამეგრელოს რეგიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენას განაგრძობს.

 

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ დღეს  წალენჯიხის მოსახლეობას, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს გაერთიანებული საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი, გოგა გულორდავა წარუდგინა.

 

„გვინდა წარმოგიდგინოთ კაცი, რომელიც არის აქაური. გოგა გულორდავამ იცის ყველაფერი, თუ რა უხარია აქაურ მოსახლეობას, რა სტკივა. დარწმუნებული ვარ, იგი იქნება ღირსეული წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში. გოგას  გააჩნია კვალიფიკაციაც, გააჩნია საჭირო ადამიანური თვისებები, რაც ალბათ ყველაზე მთავარია ასეთ დროს. მას ქვეყნის ხელისუფლებისგან მაქსიმალური მხარდაჭერა ექნება, რათა წალენჯიხის მოსახლეობის მოთხოვნები დავაკმაყოფილოთ“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

როგორც პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მთავარი ორიენტირი არის ადამიანი, მისი საჭიროებები და მისი უფლებები. „არავითარ შემთხვევაში, განვითარების არცერთი გეგმა, რომელსაც ჩვენ მომავალი ოთხი წლისთვის ვადგენთ, არ გაივლის მოქალაქეების უფლებების დარღვევაზე, ადამიანის უფლებების გათელვაზე, რომელიც ადრე გვქონდა და რომლის მოწმენიც მთელი ქვეყანა გავხდით. როდესაც წინა ხელისუფლების პერიოდში ვუყურებდით ასიათასობით დაპატიმრებულ ადამიანს, მე, როგორც ერთ რიგით მოქალაქეს, ყოველთვის მქონდა ასეთი აზრი, რომ არცერთი უსამართლოდ დასჯილი ადამიანის შვილის ცრემლად არ ღირს მთელი საქართველო. ეს არის ჩვენი ხელისუფლების მთავარი მოწოდება და მთავარი არსი. სწორედ ამ კრედოს მიყვება  ჩვენი გუნდის თითოეული წევრი. სწორედ ამ პრინციპის დაცვით, მაგრამ რა თქმა უნდა, ეფექტური, სწრაფი ნაბიჯების გადადგმით, ვივლით მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, რათა ადამიანურად და ამავედროს ეფექტურად შევცვალოთ ქვეყანაში ცხოვრების დონე“,-ამბობს პრემიერი.

 

მოსახლეობას  სიტყვით ასევე მიმართა „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა.

 

კახა კალაძემ 2012 წლიდან დღემდე, მთავრობის მიერ განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა.

 

 „დარწმუნებული ვარ, ყველა იმ საქმეს, რომელიც 2012 წელს  თქვენთან ერთად დავიწყეთ, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის და განათლების მიმართულებით, ასევე დასაქმების კუთხით, მომდევნო 4 წელიწადში  ბოლომდე მივიყვანთ. ბოლო 4 წლის განმავლობაში შეიქმნა 70 ათასი სამუშაო ადგილი, თუმცა ჩვენ კარგად გვესმის, რომ ეს არ იყო საკმარისი. საჭირო იყო 300 ათასი სამუშაო ადგილის შექმნა, მაგრამ გზა, რომელიც ამისთვის გვაქვს არჩეული, ეს არის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება, საქართველოში ეკონომიკის ფეხზე დაყენება. მიგვაჩნია, რომ ეს არის სწორი გზა.  გზა იმისა, რომ ყველა ის პრობლემა, რომელიც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას აწუხებს, იყოს მოგვარებული“ ,-აღნიშნა მან.

 

გოგა გულორდავამ პრემიერ-მინისტრსა და „ქართული ოცნების“ გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და წალენჯიხის მოსახლეობას სიტყვით მიმართა.

 

„დღეს ჩვენ ვდაგავრთ ძალიან მნიშვნელოვანი არჩევანის წინაშე.  ოთხი წლის წინ, ყველამ ერთად შევცვალეთ  ქვეყნის რეალობა და  მოვიპოვეთ ღირსება, თავისუფლება. ახლა  აბსოლუტურად თავისუფალი გარემოა, სადაც თითოეულ ჩვენთაგანს საკუთარი ნების გამოხატვის საშუალება გვაქვს. მქონდა პატივი, ორი წელი მემუშავა თქვენთან ერთად გამგებლად. ჩემთვის ძალიან კარგად არის ცნობილი ყველა ის დაბრკოლება, ბარიერი, პრობლემა, გამოწვევა, რომლებიც მუნიციპალიტეტის წინაშე დგას. არცერთი თქვენგანის პირადი თუ საზოგადი პრობლემა არ არის  უცხო.  მჯერა, რომ 8 ოქტომბერს კიდევ ერთხელ ვიტყვით ღირსეულ სიტყვას და ყველანი ერთად მივაღწევთ დამაჯერებელ გამარჯვებას“,-აღნიშნა გოგა გულორდავამ.

 

 

 

 

(R)

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2882
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია